სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვედა სიმონეთის N1 სკოლაში ფეხბურთის თასის გათამაშების პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩატარდა
03-05-2023
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში სპორტული აქტივობა მოეწყო. 

კერძოდ, პატარების ფეხბურთის თასის გათამაშების პირველი ამხანაგური შეხვედრა, დიმა არეშიძის ხელმძღვანელობით, გაიმართა. მასში  ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის გუნდი „ნაპერწკალი“ და თერჯოლის სკოლების მოსწავლეთა ნაკრები გუნდი „საპოვნელა“ მონაწილეობდა. დაძაბული შეხვედრა ამხანაგური შედეგით - 2 :2 დასრულდა.

როგორც სკოლაში ამბობენ, პირველი ტაიმში მოედანზე ნამდვილი ცეცხლი ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის გუნდმა „ნაპერწკალმა“ დაანთო და თამაში არაჩვეულებრივად სანახაობრივი გახადა. 

მათ მეორე ტაიმში, ტოლი არ დაუდო სტუმართა გუნდმა „საპოვნელამ“ .მათი უპირატესობა არაერთ შეტევაში გამოვლინდა, მაგრამ მღელვარე ასპარეზობის შემდეგ, გაიმარჯვა მეგობრობამ.

მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

„უამრავი წარმატება პატარების ფეხბურთის ყველა მონაწილეს და ბატონ დიმა არეშიძეს. მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამ ძალიან საჭირო ინიციატივისათვის და მხარდაჭერისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

სად გაიყიდება სასკოლო ფორმები - საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების ჩამონათვალი ცნობილია

ცნობილია საგანი, რომელშიც არც ერთი აბიტურიენტი არ ჩაჭრილა!

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება