სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ო, ენავ ჩემო!“ - ბათუმის N20 სკოლაში, ქართული და უკრაინული სექტორის მოსწავლეთა მონაწილეობით, შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა
03-05-2023
-
+


ბათუმის N20 საჯარო სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიება - „ო, ენავ ჩემო!“, მოეწყო. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ქართული და უკრაინული სექტორის მოსწავლეების ერთობლივი მონაწილეობით ჩატარდა. მასში ბავშვები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

უკრაინელი სექტორის მოსწავლეებისთვის, ეს ღონისძიება კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო, სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ სკოლის ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობისა და ინტეგრირებისთვის, მსგავს წარმოდგენებს დიდი მნიშვნელობა აქვს. 

ღონისძიებაზე, ბავშვებმა ამ დღის არსსა და მის სახელმწიფოებრივ ღირებულებაზე ისაუბრეს, მოსწავლეთა მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ნომრებმა წარმოდგენა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ძალიან დასამახსოვრებელი და შემეცნებითი იყო, მან დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება