სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძენწმანის საჯარო სკოლის პედაგოგებს - სალომე აბაშიძესა და რაულ ნაკაშიძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ 
03-05-2023
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლის მასწავლებლებს - სალომე აბაშიძესა და რაულ ნაკაშიძეს სტატუსი აუმაღლდათ. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 14 მარტის N291575 ბრძანების „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ - შესაბამისად შექმნილმა კომისიამ შეისწავლა ძენწმანის საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის -  სალომე აბაშიძისა და რაულ ნაკაშიძისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების საკითხი. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგებს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. 

სკოლის დირექტორი ცირა აბულაძე სალომე აბაშიძესა და რაულ ნაკაშიძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.

„სალომე აბაშიძესა და რაულ ნაკაშიძეს ვულოცავთ, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას. ჯილდოებით, სიგელებითა და საპრიზო ადგილებით ისედაც გვანებივრებდით, ახლა, კი უფროსი მასწავლებლებისგან, მომზადებული მოსწავლეებისგან გაორმაგებას დაველოდებით“,- ვკითხულობთ დირექტორის მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება