სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები კვირეულში - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ჩაერთნენ
03-05-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეები საგანმანათლებლო კვირეულში ჩაერთნენ, რომელიც 1 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს.

სასკოლო კვირეული - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს საპატრიარქოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად, გამოაცხადა.

„კვირეულის ფარგლებში, სკოლის თეატრალურ დასში (სოხუმი) მონაწილე აფხაზური ენის შემსწავლელი კურსის აფხაზი და ქართველი ყველა საფეხურის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ“, - გვიყვებიან სკოლაში.

სკოლაში მოსწავლეები, წარმოადგენენ თავიანთ ხედვას აფხაზეთის კულტურის, ტრადიციების, ლიტერატურის, ხელოვნებისა და სხვა დარგების მიმართულებით.

აღსანიშნვია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება