სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის მეორეკლასელებმა „გვირილობა“ შთამბეჭდავად აღნიშნეს
03-05-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ისინი, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს მონდომებით აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლის მე-2ბ კლასის მოსწავლეები „გვირილობას“, ანუ ქუთაისქალაქობის დღესასწაულის აღნიშვნას დევიზით- „მაშ, გაუმარჯოს ბებერ ქუთაისს, საიმერეთოს ლამაზ დედოფალს!“, შეუერთდნენ. 

აღნიშნული კლასის ხელძღვანელი ნათია ჟორჟოლიანი გახლავთ.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ქუთაისობის ისტორიის შესახებ, მათ ასევე მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს.

აქტივობებში მშობლებიც ჩაერთნენ.

დღის ბოლოს კი ბავშვებმა ქალაქის ცენტრში, ქუთაისის მოქალაქეებს, ბუკლეტებითა და გვირილებით მიულოცეს გვირილობის დღესასწაული.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

„გვირილობა“  ანუ ქუთაისქალაქობა, როგორც საქველმოქმედო ღონისძიება მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრდა. მისი ისტორია გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივასა და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება