სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წიგნი საუკეთესო მეგობარია!“ - ცაგერის საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
03-05-2023
-
+


ცაგერის საჯარო სკოლის მესამეკლასელები, წიგნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მთავარი ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ესტუმრნენ.

ვიზიტი მასწავლებელ - მზიური გურგუჩიანის ხელმძღვანელობით გაიმართა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ცაგერის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და დირექტორი დავით ცვარიანი, გამოირჩევიან მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის, რომლებიც მთავარ ბიბლიოთეკასთან ერთად განხორციელებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობენ.

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ სწორედ პატარაობიდანვე უნდა ჩამოუყალიბდეს მოზარდს წიგნის კითხვისადმი სიყვარული, რადგან წიგნიერი და ინტელექტუალური თაობის ფორმირებისთვის, ეს ფუნდამენტური საკითხია, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს დღეც სწორედ ამის დასტური იყო.  

პატარებმა, მიუხედავად იმისა, რომ ღელავდნენ, აღნიშნეს, რომ წიგნი შეუცვლელია, ის ცხოვრების მასწავლებელია და ცოდნის წყაროა.

პატარები წიგნის ჩუქების კამპანიაშიც ჩაერთნენ და მთავარი ბიბლიოთეკისგან საჩუქრად ორი წიგნიც მიიღეს, რომელიც კლასის ხელმძღვანელს გადაეცა და კლასგარეშე მუშაობის დროს გაეცნობიან.

„წიგნი ცოდნის წყაროა!“; „წიგნი საუკეთესო მეგობარია!“ - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილები. 

„წარმატებები მზიური მასწავლებელს და მის აღსაზრდელებს!“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება