| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელმა შორენა მაჩიტაძემ ჩაატარა აქტივობა - „გამოიცანი ზღაპრის გმირები“, აღსანიშნავია, რომ პატარები აქტივობაში ხალისიანად ჩაერთვნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებს მასწავლებელმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები საჩუქრად გადასცა.
პატარები, წიგნის ჩუქების კამპანიაშიც ჩაერთნენ და სასკოლო საზოგადოებას მოუწოდეს -„აჩუქე წიგნი შენი კლასის მოსწავლეებს... გაუთბე გული!“.
ცნობისთვის, 1996 წლიდან, 23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება, ეს დღე იუნესკოს 28-ე სესიაზე გამოცხადდა 1995 წლის 15 ნოემბერს, მიზანი კი, განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლება და იმის გაცნობიერება იყო, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა
მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა