სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მინდა ვიყო ჯანმრთელი“ - შემეცნებითი კვირეული ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში
03-05-2023
-
+


თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში,  ჯანმრთელობის კვირეული გაიმართა, რომელსაც პედაგოგი ციალა ხაბაზი ხელმძღვანელობდა. 

კვირეულის თემა- „მინდა ვიყო ჯანმრთელი“, გახლდათ. 

კვირეულში, მე-3გ კლასის მოსწავლეები, რომელთა ხელმძღვანელი მარიამ ლეჟავა გახლავთ, აქტიურად იყვნენ ჩართული. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებისთვის ჯანმრთელობა კიდევ უფრო საინტერესო და საჭირო თემა აღმოჩნდა. 

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, აღნიშნეს, რომ თითოეული ადამიანის სრულყოფილ ცხოვრებას სწორედ ჯანმრთელობა განაპირობებს, ამიტომაც ყველას სურვილია იყოს ჯანმრთელი, სკოლის ყველა წევრს სურს ჯანმრთელობა, ამისთვის კი მასზე  განსაკუთრებული ზრუნვაა საჭირო. 

სასკოლო საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ, ბევრი ივარჯიშონ, სწორად იკვებონ, ჰიგიენის წესები დაიცვან, სუფთა ჰაერზე ისეირნონ, არ დააგვიანონ გარემო და თავადვე მიიღონ მონაწილეობა ისეთი გარემოს შექმნაში რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას განაპირობებს.

სკოლაში უკვე დაიწყეს ზრუნვა სუფთა ჰაერის შექმნაზე, მათ დარგეს ხეები და დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ამ საქმიანობას სასკოლო საზოგადოება ისევ აქტიურად განაგრძობს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კამპანიამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.

კვირეულის ფარგლებში, მონაწილეებმა პირველადი დახმარების ნივთები განიხილეს, მათი გამოყენების წესები ისწავლეს, პირბადის როლზე ისაუბრეს, მსუბუქი ჭრილობების სწორად დამუშავებაზე თეორიული ცოდნა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში პაწაწინა ექიმიც კი ჰყავდათ სტუმრად, თავისი სამედიცინო ჩანთით, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ექიმს სახელიც შეურჩიეს „ციციკო ექიმი“, დაარქვეს მას. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ელექტრო თერმომეტრით სიცხის გაზომვა ისწავლეს, წამლის ინსტრუქციის წაკითხვაში ივარჯიშეს და გაიაზრეს, რომ წამლის დალევა ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ შეიძლება!

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჯანმრთელობის შესახებ ბავშვების ცნობიერება საგრძნობლად ამაღლდა და მათ გაუმძაფრდათ სურვილი იმისა, რომ იყვნენ ჯანმრთელები და რომ ამისთვის უცილებლად დაიცავენ ყველა პირობას.

„ჩვენ გვინდა ვიყოთ ჯანმრთელები, ჯანმრთელობას ვუსურვებთ ყველას“, - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი. 


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება