სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აჩუქე მეორე სიცოცხლე“ - ხონის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი ხორციელდება 
03-05-2023
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო პროექტი ტარდება.

ამჯერად, სკოლაში გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) საგანმანათლებლო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „აჩუქე მეორე სიცოცხლე“ განხორციელება დაიწყო.

სკოლაში, პირველ ეტაპზე საბაზო და საშუალო საფეხურებზე არჩევნები ჩატარდა, რომლის მიზანიც იყო ფოკუსჯგუფის ფორმირება.

შემდგომ შეიქმნა ჯგუფი - „ნორჩი ეკოლოგები“, მოსწავლეების: დაჩი მაღლაკელიძის, კახაბერ ოდიშარიას, ლიკა მანჯგალაძის, მარიამ გიორხელიძისა და ლიზა ჭოლოკავას შემადგენლობით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, სწორედ მათი ხელმძღვანელობით განხორციელდება.

„არჩევნების შედეგები კი ასეთია: არჩევნებში აქტივობა - 74%, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: დაჩი მაღლაკელიძე (მე-8 კლასი) - 9 ხმა, კახაბერ ოდიშარია (მე- 9 ა კლასი) - 8 ხმა, ლიკა მანჯგალაძე (მე-9 ბ კლასი) - 11 ხმა, მარიამ გიორხელიძე (მე-10 ა კლასი) - 6 ხმა, ლიზა ჭოლოკავა (მე-10 ბ კლასი) - 9 ხმა. წარმატებებს გისურვებთ „ნორჩო ეკოლოგებო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობასა და სასწავლო პროცესში ჩართულობას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება