| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლაში სხვადასხვა თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს როგორც საკუთარი, ისე სხვების უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან და სამაგალითო მოქალაქეებს ზრდიან.
სკოლაში აღინიშნა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე. საგანმანათლებლო ღონისძიების სლოგანი გახლდათ - „გაუგე, მიიღე, შეიყვარე“.
ამ დღესთან დაკავშირებით, ბუკნარის საჯარო სკოლაში გაიმართა გიორგი მრევლიშვილის ფილმის - „თორმეტი გაკვეთილი“ ჩვენება. ფილმი მოგვითხრობს სოფელ ბუკნარში მცხოვრებ ვალერი ბაბუაზე, რომელიც სხვადასხვა გზით ცდილობს მისი აუტისტური სპექტრის მქონე შვილიშვილის ვაკოს ინტეგრაციას საზოგადოებაში. დიდი გამოწვევების და ადგილობრივად რესურსების უქონლობის პირობებში, ვალერი ცდილობს ვაკოს ის გაკვეთილები ასწავლოს, რომელიც ცხოვრებისეული გამოწვევების დამოუკიდებლად დაძლევაში დაეხმარება.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წლის 18 დეკემბერს 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა
მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა