სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახმეტის N1 სკოლაში დედამიწის დღე შვიდი საგნის ინტეგრირებული ღონისძიებით აღინიშნა
03-05-2023
-
+


ახმეტის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.

სკოლის მე-6 კლასში გარემოსდაცვით დღისადმი მიძღვნილი ინტეგრირებული ღონისძიება (მუსიკა,  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ბუნება, ჩვენი საქართველო, ქართული ენა, ინგლისური ენა, ისტი) ჩატარდა.

„ღონისძიება მიზნად ისახავდა: მოსწავლეთათვის მდგრადი განვითარების მიზნების, კერძოდ მგმ 15 - დედამიწის ეკოსისტემების დაცვა - აღდგენას;  მგმ16 - მშვიდობა და სამართლიანობა, გაცნობას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიება მოიცავდა რამოდენიმე აქტივობას:

აქტივობა 1 - მინილექცია - PP-ით. როგორ ზრუნავს მსოფლიო დედამიწის ეკოსისტემების დაცვაზე და მის აღდგენაზე (გაერო, ნატო, ევროკავშირი). რა როლი აკისრია მშვიდობისა და სამართლიანობის დაცვას, დედამიწის გადარჩენის მიზნის მიღწევის კონტექსტში. ამ ორი მიზნის მჭიდრო ურთიერთკავშირის გაგება, გააზრება.

აქტივობა 2 – მაიკლ ჯექსონის სიმღერის - „Earth Song“ მუსიკალური ვიდეოკლიპის ნახვა და ანალიზი. სიმღერა ეხება დედამიწის ეკოსისტემების გადარჩენისა და მსოფლიოში მშვიდობისა და სამართლიანობის დაცვის აუცილებლობის თემას.

აქტივობა 3 - ნახატების, პოსტერებისა და ესსეების გამოფენა ქართულ და ინგლისურ ენებზე. გამოფენის თემა - „გადავარჩინოთ დედამიწა“.

აქტივობა 4 - კონცერტი, მე-6 ,მე-5, მე-8 კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ახმეტის დაცული ტერიტორიების თანამშრომლები, რომლებმაც ბავშვებს პრეზენტაციის სახით გააცნეს ილტოს აღკვეთილისა და ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალები და იქ არსებული ფლორა-ფაუნა.

აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მსოფლიო დედამიწის დღეს 1970 წლის 22 აპრილიდან აღნიშნავს.

დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

სად გაიყიდება სასკოლო ფორმები - საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების ჩამონათვალი ცნობილია

ცნობილია საგანი, რომელშიც არც ერთი აბიტურიენტი არ ჩაჭრილა!

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება