სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გურძემის საჯარო სკოლაში, გოგონების, ვაჟებისა და მასწავლებლების გუნდებს შორის, ფუტსალში შეჯიბრი ჩატარდა
03-05-2023
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, სპორტის მასწავლებლის კახა ჯგერენაიას ხელმძღვანელობით, სპორტული ღონისძიება - ფუტსალი ჩატარდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს. 

ღონისძიების მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდობის ფიზიკურ აქტივობასა და სპორტში მასობრივი ჩართულობის სტიმულირება, სასკოლო სპორტის განვითარება და მოზარდ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება იყო. 

სპორტულ-შემეცნებით შეჯიბრი გოგონების, ბიჭებისა და მასწავლებლების გუნდებს შორის გაიმართა. აღნიშნულმა სპორტულმა ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. მონაწილეებს თამაშებში ჩართულობისთვის დიპლომები, ხოლო გამარჯვებულ სასკოლო გუნდს თასი გადაეცა.

ბოლოს, გაიმართა ფოტოსესია და თასის გადაცემის ცერემონია.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:












კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება