სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ქედის საჯარო სკოლაში, გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი აქტივობა ჩატარდა
03-05-2023
-
+


ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერებისა და სამოქალქო პასუხიმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, სკოლაში არაერთი გარემოსდაცვითი ღონისძიება იმართება. 

რა თქმა უნდა, სკოლაში აღინიშნა დედამიწის დღე. მოსწავლეებმა ამ გარემოსდაცვითი დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

ახლგაზრდებში გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლაში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები: ეკოკლუბის და თვითმართველობის წევრმა მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია.  დაბის ტერიტორიაზე, ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, სკოლის დირექტორ თამარ აბულაძესთან, სპეციალური განათლების მასწავლებლებთან, მუნიციპალიტეტის მერ როლანდ ბერიძესთან  და მერის პირველ მოადგილესთან - იმედა ვასაძესთან ერთად ხე-მცენარეები დარგეს.

ასევე, კლასებში ჩატარდა მინი ლექცია თემასთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა ცნობიერების ამაღლებისათვის მოაწყვეს ნახატების გამოფენა.

დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

გაეროს გენერალური ანსამბლეის დადგენილებით დედამიწის საერთაშორისო დღე 1972 წლიდან აღინიშნება და ეკოლოგიურ ხასიათს ატარებს, ღონისძიებები მიზნად ისახავს ბუნებრივი კატასტროფების აცილებას და ეკოსისტემის მოფრთხილებას.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება