| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N142 საჯარო სკოლას პროფესიონალი, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე ორინტირებული მასწავლებლები ჰყავს.
მათ შორის არიან - ინგლისური ენის მასწავლებელი ეკატერინე ტაბატაძე და ისტორიის პედაგოგი ნანა მაჩიტიძე, რომელთაც მომავალი თაობების აღზრდის საქმეში განსაკუთრებული ღვაწლი დაუფასდათ და მასწავლებლის უმაღლესი სტატუსი მიენიჭათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 14 მარტის N291575 ბრძანების „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ - შესაბამისად შექმნილმა კომისიამ შეისწავლა თბილისის N142 საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის - ეკატერინე ტაბატაძისა და ნანა მაჩიტიძისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების საკითხი. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად პედაგოგებს მენტორის სტატუსი მიენიათ.
სკოლის დირექცია პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
„ინგლისური ენის მასწავლებელი ეკატერინე ტაბატაძე და ისტორიის მასწავლებელი ნანა მაჩიტიძე მენტორი მასწავლებლები არიან! 142-ე სკოლის დირექციისა და პედაგოგიური საზოგადოების სახელით ვულოცავთ მათ დამსახურებულ წარმატებას!“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად