| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N143 საჯარო სკოლის მასწავლებლის - მარინა ნარიმანაშვილის პედაგოგიური ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა.
პედაგოგს მოსწავლეთა აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.
ღვაწლმოსილი პედაგოგები ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დააჯილდოვა.
ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჭელიძემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის და მადლობის სიგელები გადასცეს.
სკოლაში ახარებთ პედაგოგის ღვაწლის დაფასება და დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ.
„ჩვენი სკოლიდან წარდგენილი იყო ქალბატონი მარინა ნარიმანაშვილი, ფილოლოგი და გამოცდილი პედაგოგი, რომელიც ღირსეულად ემსახურება განათლების საქმეს 143-ე სკოლაში. ქალბატონი მარინა ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი პასუხისმგებლობით, პროფესიული კეთილსინდისიერებითა და მოსწავლეებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით.
განსაკუთრებით დასაფასებელია ქალბატონი მარინას მრავალწლიანი საქმიანობა დამრიგებლის რანგში. დამრიგებლობა მხოლოდ სასწავლო პროცესის ორგანიზებას არ გულისხმობს - იგი მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვას, მათ მხარდაჭერას, ნდობის მოპოვებასა და თითოეული მათგანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. ამ მხრივაც მარინას პროფესიული გამოცდილება და დამოკიდებულება მრავალი თაობისთვის მნიშვნელოვანი და დასაფასებელი მაგალითია.
ქალბატონ მარინას გვინდა ვუსურვოთ ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და დიდი პროფესიული გზის ღირსეული გაგრძელება“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად