| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მრავალმხრივ ნიჭიერი და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული მოსწავლეები სწავლობენ. ისინი სხვადასხვა პროექტსა თუ კონკურსში აქტიურად ერთვებიან და წარმატებას აღწევენ.
სკოლის ერთ-ერთი ასეთი მოსწავლე ოქროს მედლის კანდიდატი მარიამ ვაწაძეა.
ის დედამიწის დღისადმი მიძღვნილი არგუმენტირებული ესეების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
გთავაზობთ მოსწავლის საკონკურსო ესეს:
„მე რომ დედამიწა ვიყო...
ამ უსასრულო და უკიდეგანო სამყაროში, დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, რომელზეც სიცოცხლე ჩქეფს. უკვე 4.5 მილიარდი წელია, რაც იგი ადამიანის საშინელ ზემოქმედებას განიცდის. დედამიწა არის ყველაფრის საწყისი და თითოეული ჩვენგანის სახლი. რომ არა ის, ამ სამყაროში არც ერთი ცოცხალო არსება არ იარსებებდა.
ჩვენ კი, ადამიანები, რას ვაკეთებთ?
ვანადგურებთ იმას, რისი საშუალებითაც ვარსებობთ. ორი აზრი არ არსებობს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს უმადურობა ოდითგანვე ახასიათებდათ. ნათქვამია, ადამიანი ბუნების ყველაზე დიდი მტერიაო და მართალიცაა. დედამიწაზე თითოეული ცოცხალი არსება დიდ გავლენას ახდენს, მაგრამ განსაკუთრებით - ადამიანი.
მე რომ დედამიწა ვიყო, ადამიანებს ვეტყოდი, რომ მე მათი არსებობის წყარო ვარ, მე რომ არა, არც ერთი მათგანი არ იარსებებდა. სანაცვლოდ კი მათგან მხოლოდ ორ რამეს: სიყვარულსა და გაფრთხილებას მოვითხოვ. ადამიანებს ვეტყოდი, რომ არ დამანაგვიანონ, რადგან ასე სიცოცხლეს მართმევენ, არ მოჭრან ხეები, ისინი ხომ ჩემი ფილტვებია. დარგონ მეტი მცენარეები და იზრუნონ ჩემი ბუნების გამწვანებისთვის, რადგან ამ გზით არც ადამიანები დადგებიან საფრთხის წინაშე.
რას მერჩი ადამიანო, მე ხომ შენთვის კარგის გარდა არაფერი გამიკეთებია. უხსოვარი დროიდაბ მოყოლებული შენი სახლი ვარ, შენ კი არ გინდა ჩემი ამაგი დამიფასო.
მე რომ დედამიწა ვიყო, ადამიანებს ვეტყოდი, რომ ისინი ჩემი შვილები არიან. ჩემი სახელიც ხომ ამაზე მიუთითებს - დედა მიწა.
დედა კი ყველაფრის საწყისია მთელ სამყაროში.
ადამიანო, მე შენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა - გაფრთხილება. სხვა თუ არაფერი, ერთხელ მაინც მინდა დაფიქრდე თუ რამდენს ვუძლებ მე შენ გამო...“
ავტორი: მარიამ ვაწაძე
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ
ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები)
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია
ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა