სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„14 აპრილს ყოველთვის განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რადგან ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია“ - როგორ აღინიშნება დედაენის დღე სკოლებში?
04-04-2023
-
+


საქართველოში დედაენის დღე 1990 წლიდან, ყოველ 14 აპრილს აღინიშნება; თუმცა ყველაფერი გაცილებით ადრე - 1978 წლის 14 აპრილიდან დაიწყო, როდესაც კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ სტუდენტები ქუჩაში გავიდნენ. ცვლილების მიზანი ერთი იყო - ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმება, თუმცა ეროვნულმა სულისკვეთებამ, სამშობლოს სიყვარულმა სტუდენტებს შეაძლებინა, შეენარჩუნებინათ მშობლიური ენა.

1978 წლის 14 აპრილი - გარდამტეხი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მომავალმა თაობებმა იცოდნენ, რამხელა ძალისხმევა სჭირდებოდათ წინაპრებს სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად.

თავის მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, პროფესიონალ პედაგოგიურ საზოგადოებასთან ერთად, თავს არ ზოგავენ, რათა მოსწავლეები პატრიოტული სულისკვეთებით აღზარდონ; ამიტომ დედაენის დღის აღსანიშნავად განსაკუთრებით ემზადებიან. რა ტრადიციები აქვთ და როგორ ემზადებიან 14 აპრილისთვის? –  etaloni.ge-ს სკოლის დირექტორები ესაუბრებიან.

ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი კონსტანტინე ცხოვრებაძე:

ჩვენს სკოლაში ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება, გამონაკლისი არც წელს იქნება. ჩვენი სკოლის პედაგოგები, უფროსკლასელების ჩართულობით საინტერესო ღონისძიებას გეგმავენ, რომელიც მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და ამ დღის მნიშვნელობის გააზრებისკენ იქნება მიმართული.

ყვარლის მუნიციპალიტეტის, გრემის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მამაგულიშვილი:

მოსწავლეებისთვის ამ დღის არსის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველ წელს ვაწყობთ ღონისძიებებს, მათი ცნობიერების ამაღლებისთვის.

წელსაც, დედა ენის დღესთან დაკავშირებით პირველ და მეორე კლასებში, ქართულისა და მუსიკის მასწავლებლები ერთობლივ ღონისძიებას გეგმავენ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოვა, მოსწავლეები სამზადისში დიდი სიამოვნებით არიან ჩართულნი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ფონის საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ მუმლაძე:

ამ მნიშვნელოვან დღეს ყოველთვის საზეიმოდ აღვნიშნავთ, ამჯერად 13 აპრილს ვაპირებთ ღონისძიების მოწყობას, ვინაიდან 14- დასვენების დღეა. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები ლექსებს წაიკითხავენ და მხატვრულ გამოსვლებს მოაწყობენ. ღონისძიების მიზანს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. 

ვანის მუნიციპალიტეტის, სულორის საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ჩახუნაშვილი:

ვგეგმავთ ღონისძიებას, რომელშიც ძირითადად დაწყებითი, ნაწილობრივ კი, საბაზო საფეხური მოსწავლეები იქნებიან ჩართულნი.

ღონისძიებაზე მოსწავლეები ლექსებს წაიკითხავენ, მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ წარმოდგენებს დადგამენ და დამსწრე საზოგადოებას, ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ამომწურავ ინფორმაცია გააცნობენ.

აზა ადამიას სახელობის, მარტვილის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა თვალაძე:

დედაენის დღეს, ყოველთვის განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რადგან ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

ჩვენი მიზანია, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეთ ამ დღესთან დაკავშირებით და საფუძვლიანად გაიაზრონ მისი მნიშვნელობა.

წელსაც დაგეგმილი გვაქვს მასშტაბური ხასიათის ღონისძიება, რომელსაც მე-10 კლასი ახორციელებს და აქტიურად ჩაერთვებიან, როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები.

მარტვილის მუნიციპალიტეტის, ბანძის საჯარო სკოლის დირექტორი დონალდ ძაგანია:

ჩვენ ამ დღესთან დაკავშირებით გვაქვს ტრადიციული ღონისძიება - „დედაო ენავ“, რომელსაც ყოველ წელს ვატარებთ. ღონისძიების ორგანიზება ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს აქვთ ჩაბარებული, მათ გვერდში ვუდგავართ სკოლის დირექცია და ერთობლივი ძალებით ამ მნიშვნელოვან დღეს საზეიმოდ აღვნიშნავთ.

ძირითადად პრეზენტაციებს ვაწყობთ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისთვის, ასევე წარვადგენთ ლიტერატურულ მონტაჟს ცნობილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების შემოქმედებიდან. ღონისძიებას კიდევ უფრო გაალამაზებს მოსწავლეთა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის, ტანძიის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ბერიანი:

დედაენის დღე ჩვენთან ყოველთვის საინტერესოდ და საზეიმოდ აღინიშნება, რა საკვირველია, წელსაც ვგეგმავთ ღონისძიებას, რომელშიც დაწყებითი კლასის მოსწავლეები ჩაერთვებიან. პატარები ძირითადად, დედა ენასთან დაკავშირებულ ლექსებს წაიკითხავენ და დამსწრე საზოგადოებას მხატვრულ მოთხრობებს შესთავაზებენ.

ასევე, კედლის გაზეთების გამოშვებას ვაპირებთ, ღონისძიების ბოლოს კი მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყობა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ვარევანის საჯარო სკოლის დირექტორი ტირუნ მელიქიანი:

ქართული და სომხური ენის მასწავლებლები ემზადებიან ამ დღეს აღსანიშნავად. როგორც ღონისძიების ხელმძღვანელები მიყვებიან, სკოლაში მოეწყობა კვირეული და ყოველდღიურად გაიმართება საინტერესო აქტივობები.

კალიგრაფიისა და კითხვის კონკურსს ვგეგმავთ, იქნება ასევე შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია, რომ მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრონ ამ დღის მნიშვნელობა, ასევე დაწყებით კლასებში საინტერესო ღონისძიება მოეწყობა.

კვირეულში, სურვილისამებრ ყველა კლასის მოსწავლეები ჩაერთვებიან.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერი ნადირაძე:

ჩვენს სკოლაში ეს დღე ყოველ წელს ტრადიციულად აღინიშნება, ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა გაიაზრონ ამ დღის არსი. რაც შეეხება წლევანდელ სამზადისს, მოსწავლეებსა და პედაგოგებს არაერთი საინტერესო გეგმა აქვთ, რომელშიც ძირითადად საბაზო საფეხურის მოსწავლეები იქნებიან ჩართულნი. ღონისძიება მხატვრული და შემოქმედებითი ხასიათის იქნება, ასევე მოეწყობა პრეზენტაცია, რომელიც ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ იქნება მიმართული.

მარტვილის მუნიციპალიტეტის, დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ოლეგ გულორდავა:

დედაენის დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩვენი ერისთვის. ტრადიციულად, წელსაც ვაპირებთ საზეიმოდ აღვნიშნოთ ეს დღე. სკოლაში, უკვე დაიწყო ღონისძიებისთვის სამზადისი, რომელსაც პედაგოგები ხელმძღვანელობენ. უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეები სამუშაო პროცესში, დიდი სიამოვნებითა და ინტერესით არიან ჩართულნი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის, დიდი მუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი მუსა იუსიფოვი:

ჩვენ, როგორც ყოველთვის, წელსაც  ვგეგმავთ საინტერესო ღონისძიებას დედა ენის დღესთან დაკავშირებით, სადაც ძირითადად მაღალი კლასის მონაწილეები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებაზე ბავშვები ლექსებს წაიკითხავენ, მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს შეასრულებენ და კიდევ უკეთ გაიაზრებენ ამ დღის არსს.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ინსტრუქცია

13 საგნობრივი ჯგუფის პედაგოგებმა საქმიანობის პრეზენტაციები წარადგინეს

სახელმძღვანელოების გრიფირების წესში ცვლილებები შევიდა - რა უფლებები ენიჭებათ ენიჭება სკოლებსა და სამინისტროს

„სამი წელია მოსწავლეები სხვადასხვა სკოლაში არიან განაწილებულნი, რეაბილიტაციაზე წერილი გუშინ მივიღეთ“-მშობლების პროტესტს N157 სკოლის დირექტორი პასუხობს

ხელფასები 207 ლარით გაიზარდა - განათლებაში დასაქმებულების ანაზღაურება ბოლოდან მეორე ადგილზეა

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

„მოსწავლეებს ვუსურვებთ, რომ ეს წელი სავსე იყოს ახალი ცოდნით, მეგობრობითა და წარმატებებით“

საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება