სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტატუსის ამაღლების მსურველებისთვის პორტფოლიოს დაცვა და ექსპერტებთან გასაუბრებები მაისში დაიწყება
14-04-2023
-
+


წამყვანობისა და მენტორობის მსურველი მასწავლებლებისთვის პროფესიული საქაღალდის შეფასება და გასაუბრებები მაისში დაიწყება, ამის შესახებ მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე აღინიშნა.

პედაგოგებს, რომლებმაც გასულ წელს სტატუსის ასამაღლებლად დაწესებული პროფესიული უნარების გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ და პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხეს.

შეხვედრებზე, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, აღინიშნა, რომ სტატუსის ამაღლების მსურველ მასწავლებლებს პორტფოლიოში დოკუმენტების ასატვირთად დრო აპრილის ბოლომდე ექნებათ, მაისში კი პედაგოგების შეფასება დაიწყება.

მასწავლებლებმა საკუთარ პროფესიულ საქაღალდეში ატვირთული მასალა ექსპერტების წინაშე უნდა წარადგინონ და დაამტკიცონ, რომ მათი საქმიანობის რეფლექსია და განხორციელებული აქტივობების მტკიცებულებები ადასტურებს შესაბამისი კომპეტენციების ფლობას შემდეგი სამი მიმართულებით: 1. სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; 2. სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება; 3. პროფესიული პასუხისმგებლობა.

მასწავლებელთა სქემაში ცვლილება შევიდა - პრაქტიკული საქმიანობა პორტფოლიოთი შეფასდება

ცვლილების თანახმად, პრაქტიკული საქმიანობის შეფასება ორდონიანი პროფესიული საქაღალდით იქნება შესაძლებელი. წამყვანობის მსურველებმა I დონის პორტფოლიოს მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ, მენტორობის მსურველებმა კი - II დონის.

მასწავლებლების უმრავლესობა პრაქტიკული საქმიანობის შეფასების გაუქმებას მოითხოვს. ამ მიზნით სოციალურ ქსელში პედაგოგები კამპანიას #არაპორტფოლიოს შეუერთდნენ. მასწავლებლებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრა სურთ. მათი მოთხოვნაა, პედაგოგებს სტატუსის ასამაღლებლად არჩევანის საშუალება ჰქონდეთ - ან პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება, ან პორტფოლიოს საფუძველზე სტატუსის მინიჭება. 

სტატუსებზე მასწავლებლების წანადადების წარდგენა 1 მაისამდე გაგრძელდება - ინსტრუქცია და დეტალები



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება