სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ბავშვებზე უზომოდ შეყვარებულმა, 7 თვის ფეხმძიმემ დავიწყე მასწავლებლად მუშაობა“ - ლამზირა ჩხაიძე, ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი
23-03-2023
-
+


მოსწავლეები დირექტორებსა და პედაგოგებს ხშირად მხოლოდ ისეთებად აღიქვამენ, როგორადაც სკოლაში ხედავენ. თუმცა, როგორც ყველას, მათაც აქვთ ის განსაკუთრებული თვისებები, რომლებიც თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება. საინტერესოა, სინამდვილეში როგორები არიან მოსწავლეებისთვის სამაგალითო ადამიანები, როგორი იყო მათთვის სკოლის პირველი დღე და რაზე ოცნებობენ?

„ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“ - არის etaloni.ge-ს ახალი წამოწყება, რომელიც ერთგვარ „მეგობრობის დღიურს“ წარმოადგენს და მისი მთავარი მიზანია სკოლის დირექტორები და პედაგოგები გაგაცნოთ არაფორმალური კუთხით, უკეთ წარმოვაჩინოთ, როგორც პიროვნება.



ხანდახან უფროსებს გვავიწყდება როგორი ვიყავით წლების წინ, თუმცა მომავალ თაობებთან ურთიერთობისას, თუნდაც მათი პატარ-პატარა ოინების შემყურეებს სწორედ ეს უნდა გვახსოვდეს. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ სკოლის დირექტორები და პედაგოგები, რომლებიც დღეს განათლების უანგარო სამსახურში, რიგით ჯარისკაცებად დგანან, ოდესღაც თავად იყვნენ ბავშვები.

დღეს, etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის დირექტორმა, ლამზირა ჩხაიძემ შეავსო.

- გაიხსენეთ სკოლის პირველი დღე როგორც მოსწავლემ და როგორც დირექტორმა?

- უცნაური იყო ჩემი პირველი დღე სკოლაში. ჩემს დროს 7- წლიანები იწყებდნენ სწავლას პირველ კლასში. სასწავლო წელი, 1 სექტემბერს იწყებოდა (რა თქმა უნდა სასკოლო ზეიმით), რადგან მე დეკემბერის ბოლოს ვარ დაბადებული ამ წელიწადს არ მიმიღეს პირველ კლასში - 4 თვე მაკლდა, სასკოლო ასაკს, მაგრამ დღემდე არ ვიცი რა მოხდა... სკოლის დირექციამ რა იმსჯელა და რის ნიადაგზე მიიღო გადაწყვეტილება ჩემი სკოლაში შესვლის შესახებ. ოქტომბრის თვეში სოფელში ვიმყოფებოდი ბებიასთან და სასწრაფოდ დამაბრუნეს სახლში, რადგან სკოლაში,1-ელ კლასში უნდა ჩავრიცხულიყავი, სწავლის დაწყებიდან თვე-ნახევრის მერე. ისეთი მოულოდნელი და უცხო იყო ეს ჩემთვის, რომ გაოგნებული ვიყავი, თუ რა ხდებოდა ჩემს თავს. ვიდექი საცოდავად გარიყული ბავშვებისგან ჩემთვის ძალიან უცხო გარემოში, ხოლო ჩემი კლასელები კი ასაკითაც დიდები და უკვე სკოლას კარგად შეგუებულები გაკვირვებულები მომჩერებოდნენ. უცებ კლასს გამოეყო ერთი გოგონა, მომიახლოვდა და მკითხა, რა გქვია?... ასე დაიწყო ჩემი პირველი დღე....

თითქმის დეკრეტულ შვებულებაში უნდა გავსულიყავი, 7 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როდესაც მასწავლებლად დავიწყე მუშაობა ამ სკოლაში. სოფლის პატარძალი, მოკრძალებული, უფროსების მიმართ დიდი პატივისცემით გამორჩეული, ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული.  მერიდებოდა მათ წინაშე დგომა, მაგრამ ვგრძნობდი მათ თბილ მზერასა და გამომეტყველებას, დღესაც, ბევრი მათგანი ისევ ჩემს გვერდითაა, იდეალუარი, კომუნიკაბელური და თბილი თანამშრომელობა დღემდე. ასეთი იყო ჩემი პირველი დღე სკოლაში და სკოლის კარიერა პირველი დღიდან დღემდე თითქმის 29 წელი.....

- თქვენი საყვარელი მწერალი/პოეტი: 

- საყვარელი მწერალი - ნოდარ დუმბაძე, პოეტი - გალაქტიონ ტაბიძე.

- თქვენი საყვარელი წიგნი:

- ნოდარ დუმბაძის ნებისმიერი წიგნი, ჩემი საყვარელი სამაგიდო წიგნია.

- რომელი მასწავლებელი გიყვარდათ სკოლაში და რატომ?

- მაყვალა ფედოტოვა-ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო მეშვიდე კლასიდან, მან ისე შემაყვარა საგანი, რომ ჩემი სამომავლო პროფესია, ოცნება და მიზანი გავიხადე, ხოლო რატომ მიყვარს, ეს ყველაფერი იმდენად ბევრია სათქმელად, რომ დავიწყო ვერ გავჩერდები. მოკლედ დავწერ, ქალი - დედა, დისახლისი, მდიდარი ადამიანური რესურსებით, მეუღლე, რა თქმა უნდა უბადლო მასწავლებელი, აღმზრდელი პედაგოგი, ქალი - „ეტალონი“ ასე შეიძლება მოკლედ ვთქვა. მიყვარდა და მიყვარს დღემდე, რადგან მან გააღვიძა ჩემში, ჩემი ენისა და ლიტერატურის მიმართ სიყვარული, ეგ, რომ არა, მანამდე სხვა მასწავლებელმა თითქმის შემაჯავრა ამ საგნისადმი სიყვარული, მადლობა ღმერთს, რომ ჩემს კლასში ქალბატონი მაყვალა ფედოტოვა შემოვიდა, მან 360 გრადუსით შემოგვატრიალა მთელი კლასი და არა მხოლოდ ჩვენი კლოასი, ყველა ის კლასი, რომელსაც ის ასწავლიდა ყველას სითბო და სიყვარული ჩაუნერგა.

- რა გინდოდათ რომ გამოსულიყავით და რატომ?

- ვარ, ის ვინც მინდოდა გამოვსულიყავი, ვყოფილიყავი ცხოვრებაში,  -  მასწავლებველი

- თქვენი საყვარელი საგანი:

- რა თქმა უნდა ქართული ენა და ლიტერატურა

- სამი მთავარი რჩევა, რომელსაც თქვენს მოსწავლეებს მისცემდით?

1.ძალიან ეცადონ,რომ იყვნენ პირველ რიგში ადამიანები;

2.იცხოვრონ ისე, როგორც ბიბლია და ეთიკა გვასწავლის;

3.გაუფრთხილდნენ ერთმანეთს და ყოველთვის ახსოვდეთ მათ მიმართ სიყვარული.

- სად იმოგზაურებდით და რატომ?

- სიმართლე გითხრათ მოგზაურობა დიდად არ მიყვარს, მაგრამ მხოლოდ ჩემი ქვეყნის ყველა კუთხეს თუ მოვივლიდი დიდი ბედნიერიც ვიქნებოდი.

- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

- არ ვიცი, ჩემი მეგობრობის დღიურის შევსების მერე თქვენ შეგიძლიათ უკვე რომ დამახასიათოთ, ისე ზოგადად მიჭირს, არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, სხვისთვის მიმინდია ჩემი დახასიათება.

- რომელი დღესასწაული გიყვართ გამორჩეულად და რატომ?

- შობის დრესასწაული - ეს არის ყველაზე მთავარი დღესასწაული კაცობრიობის. მე ასე მივიჩნევ.

- ნატვრის თვალი რომ გქონდეთ, რას ინატრებდით?

- ჩემი ქვეყნის გამთლიანებას, მსოფლიოში მშვიდობას, კაცთმოყვარეობას, ყველას ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

- თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, მაგრამ ინტერნეტში, „ფეისზე“ ყოფნას, წიგნის კითხვას ვამჯობინებ.

- რაზე ოცნებობთ?

- ვვოცნებობ ისევ იმას, რასაც ნატვრის თვალის ქონების შემთხვევაში ვინატრებდი... ჩემი ქვეყნის გამთლიანებას, მსოფლიოში მშვიდობას, კაცთმოყვარეობას, ყველას ჯანმრთელობასა და ბედნიერებას! ეს არის ჩემი ოცნება და სურვილი. არანაირი სიმდიდრე და ქონება.

კომენტარები


ეტალონი
ინტელექტ-ჩემპიონატის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-ს სკოლების დირექტორები ესაუბრნენ
იხილეთ მუნიციპალიტეტების მეორე ეტაპის მონაწილეთა სია
სიახლეები
საერთაშორისო ორგანიზაციებში სტაჟირება, პერსონალური ბლოგი და პროექტები - უნიკალური გამოცდილება და საკუთარი თავისა და უნარების გამოვლენის საოცარი შანსი - ეს არის, ის რასაც KIU სტუდენტებს სთავაზობს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფი მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს
ეროვნულების ტესტების შინაარსზე აბიტურიენტებს ინფორმაციას მიაწვდიან
„ყურადღებით დაადასტურეთ ჟურნალი“ - 2-დღიანი ვადა და დეტალური ინსტრუქცია პედაგოგებისთვის
12 წლის ბავშვებმა სასმელების მაღაზია გაქურდეს - დეტალები 
პიროვნება
„სიახლეების მიმღებლობა მაშინ აქვთ, როდესაც უხსნი, რამდენად კარგია ესა თუ ის სიახლე, რას მოუტანს ზოგადად სასკოლო გარემოს გაუმჯობესებას“
არასოდეს მიფიქრია სხვადასხვა პროფესიაზე, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მასწავლებელი უნდა გამოვსულიყავი
სკოლები
ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო აქტივობებში მონაწილეობდნენ
მოსწავლე-მასწავლებლებმა ასევე მნიშვნელოვანი თარიღებიც არ დატოვეს ყურადღების მიღმა
დღე კი ფიზიკური აღზრდის პედაგოგის მარიკა გოგუაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული მხიარული სტარტებით დასრულდა
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა
საინტერესო
როგორ უნდა აღიდგინონ მასწავლებლებმა ენერგია 5 წუთში - მარტივი გზები
ზოგიერთი მოსწავლე უფრო ხმაურიანი, აქტიური და ენამოსწრებულია, ზოგიერთი კი შედარებით წყნარი, სიჩუმის მოყვარული და ზოგჯერ, საკუთარ თავში ჩაკეტილია
შიში პედაგოგების თავდაჯერებულობაზე პირდაპირ აისახება, ისინი, შეიძლება ითქვას, რომ დამფრთხლები არიან და ყოველ გადაწყვეტლებას ეჭვქვეშ აყენებენ
სინამდვილეში იმისთვის, რომ სკოლის დამთავრება დასამახსოვრებელი იყოს, სულაც არ არის საჭირო მაინცდამაინც გამოსაშვებ საღამოზე მიხვიდეთ
სოციალური კავშირების ნაკლებობა მოსწავლეებს ბულინგის საშიშიროების წინაშე აყენებს
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება