სიახლეები
სიახლეები

მასწავლებელმა გამოცდის ქულა სასამართლოში გაასაჩივრა და NAEC-ს დავა მოუგო - დეტალები
10-03-2023
-
+


„მიზანს ის კი არ აღწევს ვინც მხოლოდ დაისახავს მას, არამედ ის, ვინც ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ძალასა და ენერგიას არ დაიშურებს!.... „ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი!!!“

დიახ, მე ეკა მირცხულავა ვარ - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის ისტორიის გამარჯვებული მასწავლებელი, რომელმაც მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ქულის დაკლების გამო მივმართე სასამართლოს და სასამართლომ გამოიტანა სამართლიანი განაჩენი ჩემს სასარგებლოდ- „მომჩივარ ეკა მირცხულავას სარჩელი დაკმაყოფილდეს, მიენიჭოს კუთვნილი ქულა“!

მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტს, ქალბატონ მაია კობახიძეს, გვერდში დგომისთვის, ასევე უღრმესი მადლობა სპმთპ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს - ქალბატონ ვივინა ძიძიგურს, ჩემს ადვოკატს, ბატონ გიორგი ქოსაშვილს და მოსამართლეს სამართლიანი განაჩენისთვის...

ყველა ჩვენგანის ბრძოლა სამართლიანობისთვის უკეთესი ქვეყნის აღმშენებლობის საწინდარია! მით უმეტეს, თუ ხარ მასწავლებელი!.. აღმზრდელი ახალგაზრდა თაობისა, რომლებმაც უნდა იცხოვრონ ღირსეულ და სამართლიან ქვეყანაში... არასოდეს დაკარგო რწმენა! დაიმახსოვრე სამართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი“, - ლედგებეს საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგის, ეკა მირცხულავას სტატუსი სოციალურ ქსელში მას შემდეგ გავრცელდა, რაც სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა და ქულა, რომელიც ეკა მასწავლებელს გამოცდაზე დააკლდა, მიენიჭა.

როგორ და რატომ გადაწყვიტა გამოცდის შედეგის სასამართლოში გასაჩივრება? - დეტალების გასარკვევად, etaloni.ge ლედგებეს საჯარო სკოლის პედაგოგს, ეკა მირცხულავას დაუკავშირდა:

„2022 წლის ზაფხულში გავედი კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე, ისტორიის ტესტში ზღვარი იყო 33-ზე მეტი, თუმცა მე 33 ქულა ავიღე; იყო საკითხი, რომელშიც მივიჩნიე, რომ მცდარი შეფასება მომცეს და მივმართე აპელაციას, თუმცა ქულა უცვლელი დამრჩა“, - იხსენებს ეკა მირცხულავა და განმარტავს, რომ სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მიემართა სასამართლოსთვის, რაშიც პედაგოგთა პროფკავშირი დაეხმარა.

ოქტომბერში შეიტანეს სასამართლოში სარჩელი და პირველივე სხდომაზე, რომელიც მარტში ჩატარდა, ეკა მირცხულავას კუთვნილი ქულა, რომელსაც თავად თვლიდა, რომ ერთ-ერთ დავალებაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებლებმა დააკლეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოემატა:

„მე ბოლომდე ვეცადე საკუთარი უფლებები დამეცვა... მიმაჩნდა, რომ ქულა უსამართლოდ დამაკლდა და მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება ჩემს სასარგებლოდ... მარტივი არ იყო, ჩემი სიმართლე მიმეტანა მათ ყურამდე, თუმცა ამ ადამიანების დახმარებით, ვისზეც ფეისბუქსტატუსში ვსაუბრობ, ეს შევძელი.

მინდა ყველამ - ჩემმა კოლეგებმაც და ჩემმა მოსწავლეებმაც იცოდნენ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - აცხადებს ეკა მირცხულავა და დასძენს, რომ ნამდვილად არ ეწინააღმდეგება გამოცდების ჩატარებას, მთავარია, ყველაფერი ისე შეიცვალოს, რომ ტესტირება ორიენტირებული იყოს მასწავლებელთა განვითარებაზე: „ადვილი არაა გამოცდის ჩაბარება.... ვღელავთ ტესტირების დროს, რაც ხელს გვიშლის... გამოცდებს მასწავლებლები უნდა ვაბარებდეთ, რადგან ეს აუცილებელია განვითარებისთვის. ახლა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს აქვს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა ინსტანციაში, თუმცა, თუ ასე მოხდება, იქაც ბოლომდე ვიბრძოლებ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად“.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„შეუძლია შემოხაზოს - 1 ქალაქი, 1 ფაკულტეტის პრინციპით, ანუ გასაგებია, რომ ის პროგრამა რაც არ იქნება, ფიზიკურად ვერ შემოხაზავს“

რეფორმა საბავშვო ბაღებსაც შეეხება - „სამინისტრო მუშაობს...“

მოსწავლეებისთვის მობილურებთან ერთად საათებიც აიკრძალება - შეზღუდვა კერძო სკოლებზეც გავრცელდება

„გადაწყვეტილება მიღებულია...“ - მინისტრის მოადგილე თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე 

„პირველკლასელთა აკადემია“ - უნიკალური საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მომავალ მოსწავლეებს სკოლისთვის ამზადებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

შეხვედრის ფარგლებში ავტორი მოსწავლეებს ესაუბრა წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე

ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე 2 თებერვალს აღინიშნება

 

ბაშვებმა საკითხის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირეს და ბულინგი კომიქსების, ნახატების და პლაკატების საშუალებით დაგმეს

სკოლაში მადლობას უხდიან ყველას ვისაც ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების გამართვაში მიუძღვის წვლილი

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება