სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული ლიტერატურული სასამართლო პროცესი გამართეს
23-02-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნათია მანაგაძემ მოსწავლეებს ორიგინალური კომპლექსური დავალება შესთავაზა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „სარჩობელაზედ“ დაყრდნობით, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ძმები პეტრეს წინააღმდეგ“ ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს.

სასამართლო პროცესი სიკვდილის დასჯის ერთგვარი პროტესტიც იყო, პასუხისმგებელია თუ არა საზოგადოება ცალკეული ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე? ამ საკითხზე მოსწავლეთა „სასამართლომ“ გამოიტანა ვერდიქტი:

„დამნაშავედ არავინ იბადება, ხშირად იმ გარემოს მიუძღვის ბრალი, სადაც ისინი იზრდებიან და დიახ, საზოგადოებას აქვს გარკვეული პასუხისმგებლობა მის წევრებზე“.

„მართლმსაჯულების განხორციელებაში“ მონაწილეობა მიიღეს ნაფიცმა მსაჯულებმა და ეს როლი საუკეთესოდ მოირგეს მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა.

„ქალბატონ ნათიას და მის საუკეთესო მოსწავლეებს ვუსურვებთ წარმატებას და ისეთ საზოგადოებაში ცხოვრებასა და მოღვაწეობას, სადაც ექნებათ განცდა, ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობის, პატივისცემის, სამართლიანობისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა!“ - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

მე-4 კლასელებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება