| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა.
15 სექტემბერს, სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს. მოსწავლეებს განსაკუთრებულად თბილი, მოწესრიგებული და საზეიმო გარემო დახვდათ. დღის მთავარი გმირები, რა თქმა უნდა, პირველკლასელები იყვნენ. ახალ სასკოლო ფორმებში გამოწყობილმა პატარებმა ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და ლექსებითა და მუსიკალური ნომრებით სასკოლო საზოგადოებას ლამაზი ემოციები აჩუქეს.
სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა პატარებს სწავლის დაწყება მიულოცეს და კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცეს.
ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს საზეიმოდ მიულოცეს აგრეთვე სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ.
მერიის სახელით, პირველკლასელებს სიმბოლური საჩუქარი - ინტეგრირებული სახელმძღვანელო „პირველკლასელთა აკადემია“ გადაეცათ.
პირველი სასწავლო დღე მოსწავლეთა მეხსიერებაში ყოველთვის ლამაზ მოგონებად დარჩება. სასწავლო წელი აგერ უკვე მესამე კვირაა დაიწყო ამ დღის ემოციები კი ბავშვებს დღემდე მოჰყვებათ.
„ვულოცავთ, თითოეულ მოსწავლესა და პედაგოგს! გისურვებთ, ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და დიდი წარმატებებით სავსე წელს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ