სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
23-02-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის  წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნავენ. სწორედ ამ მიზნით, სკოლაში სხვადასხვა საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები და გაკვეთილები ტარდება.

ამჯერად, სკოლის  მე-9 ბ კლასში მოსწავლეებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე კომპლექსური დავალება თემაზე - „კახეთის სტიქია - „ღვარცოფი“ მდინარე დურუჯი, მდინარე კაბალი“ იმუშავეს  (გეოგრაფიის მასწავლებელი ნათელა ჭოლოკავა, დამრიგებელი ლელა მანდარია).

მოსწავლეებმა ღვარცოფის წარმოქმნის მიზეზებსა და პრობლემებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. იმსჯელეს სტიქიური პროცესების შემცირების რისკებზე, რათა ამაღლდეს თავდაცვის მიზნით, მოსახლეობის ცნობიერების დონე.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ არ ყოფილიყო მდინარე დურუჯი, მისი ღვარცოფული ნაკადები, არც ღვინო „ქინძმარაული იქნებოდა“.

გაკვეთილს ესწრებოდოდნენ: გეოგრაფიის მენტორი მასწავლებელი, პროფესორი მზია კუბეცია და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის გამგე თამილა თუთბერიძე, რომლებმაც აღფრთოვანება ვერ დამალეს ჩატარებული გაკვეთილის მიმართ, წარმატებები უსურვეს მასწავლებელს და მოსწავლეებს.

მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია, რაზეც სკოლა აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

მე-4 კლასელებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება