| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში მოსწავლეების წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები ტარდება.
სკოლაში ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება სახელწოდებით - „წაიკითხე წიგნი ხმამაღლა“ ჩატარდა, რომელიც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პედაგოგებმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები შესთავაზეს. მასწავლებელმა - შორენა ბერიშვილმა მოსწავლეებს წიგნის კითხვის კულტურა გააცნო.
ღონისძიებაზე მე-5 კლასის მოსწავლეებმა გიორგი შატბერაშვილის მოთხრობები წაიკითხეს.
მეექსვსეკლასელებმა კი ნიკო გომელაურის ლექსები გააჟღერეს. მათ მოამზადეს ფოტოკოლაჟი და თანატოლებს წიგნის კითხვისკენ მოუწოდეს.
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ღონისძიების ფარგლებში მე-8 კლასის მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. ბიბლიოთეკარმა - დოდო გეგეჭკორმა მათთან ერთად ალექსანდრე ყაზბეგისა და ლევან გოთუას შემოქმედებიდან მათთვის საინტერესო ფრაზები, ეპიზოდები და აბზაცები წაიკითხა.
სკოლის წარმომადგენლები ღონისძიების მონაწილეებს მადლობას უხდიან და წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა