სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პედაგოგი მელანია დოლიძე და მისი მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი
17-02-2023
-
+


სპორტის მასწავლებელი მელანია დოლიძე, თავის მოსწავლეებთან ერთად აქტიურად მონაწილეობს სხვადსხვა სპორტულ ღონისძიებაში. მისთვის პრიორიტეტულია არ ჩამორჩეს სპორტულ სიახლეებს და მოსწავლეებს ამ სფეროში თავის დამკვიდრების შესაძლებლობა მისცეს.

როგორც თავად გვიყვება, ხულოში ჩატარდა ომის ვეტერანებისადმი მიძღვნილი ტურნირი მკლავჭიდში, სკოლის მოსწავლეებს შორის, რომელიც 2022 წლის 13 ნოემბერს, ხულოს საშუალოს სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა. 

ტურნირი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოს ორგანიზებით და აჭარის ა.რ მკლავჭიდის ფედერაციის მხარდაჭერით მოეწყო.

სპორტულ ღონისძიებში მონაწილეობას, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 20-მდე სკოლის, 80-მდე მოსწავლე იღებდა, რომლებიც ერთმანეთს სხვადასხვა წონით კატეგორიაში დაუპირისპირდნენ, სადაც თავად მელანიას მოსწავლეებმაც წარმატების იასპარეზეს.

ტურნირის მონაწილეებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დაწესებული თასები, მედლები და ბრენდირებული საჩუქრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსმა, შოთა ყიფიანმა და აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა, გოჩა შავაძემ გადასცეს.

ომის ვეტერანების სახელობის ტურნირი მკლავჭიდში, სკოლის მოსწავლეთა შორის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოსა და აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის ინიციატივით წელს დაარსდა და ყოველ წელს ჩატარდება.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება