სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცოდნისკარის საჯარო სკოლაში უსაფრთხო ინტერნეტის დღეს კვირეული მიეძღვნა
13-02-2023
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლაში კლუბ „ციფრული სამყაროს ელჩების“ აქტიურმა წევრებმა უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეს კვირეული მიუძღვნეს.

კვირეული 2023 წლის თებერვალის პირველ დღეებში მიმდინარეობდა. კლუბის კორდინატორი, კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ხათუნი ასანიძე გახლავთ.

კვირეული მეტად საინტერესოდ წარიმართა.

„უკანასკნელი პერიოდის ტექნოლოგიურმა პროგრესმა, სოციალური ქსელების გააქტიურებამ, უამრავ სიკეთესთან ერთად, ბევრი გამოწვევაც წარმოაჩინა, მაგალითად დეზინფორმაციისა და მისინფორმაციის სწრაფად გავრცელების საფრთხე, კიბერბულინგი. განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, სადაც ინფორმაცია უსწრაფესად ვრცელდება და რთულია ამ ტიპის გამოწვევების კონტროლი“.

სორედ ამ მიზნით, კვირის განმავლობაში, კლუბის აქტიურმა წევრებმა, სასკოლო სივრცეში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია თემაზე: როგორ გამოიყენონ ინტერნეტი უსაფრთხოდ...

მოსწავლეებმა გააცნეს უსაფრთხო ინტერნეტის 10 წესი. შეხვედრისას პატარები პასუხობდნენ დასმულ კითხვებს და გამოკვეთეს თუ  რა ცოდნას ფლობდნენ ინტერნეტის შესახებ.

ასევე აღსანიშნავია, რომ უფროსკლასელებმა მოამზადეს ბროშურები, რომლებიც სასკოლო სივრცსა და თემში გაავრცელეს.

აქტივობა „უსაფრთხო ინტერნეტის დღე“, მიზნად ისახავდა,  სასკოლო საზოგადოების ინფორმირება, ონლაინ სივრცეში არსებული პრობლემებისა და საფრთხეების შესახებ და როგორ უნდა აირიდონ თავიდან

მოსალოდნელი საფრთხეები, როგორ გამოიყენონ ინტერნეტი უსაფრთხოდ და ა.შ“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება