| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N103 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო ინტეგრირებულ გაკვეთილებს უტარებენ. პედაგოგები მათ ასევე შემეცნებით და საგანმანათლებლო სახის გასვლით გაკვეთილებსაც სთავაზობენ.
ამჯერად, 10 თებერვალს, სკოლის VIIIგ კლასის მოსწავლეები ს.ჯანაშიას სახელობის თბილისის ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც ისტორიისა და მათემატიკის მასწავლებლებმა: თიკა გოგოტიშვილმა და ირმა ღონღაძემ ინტეგრირებული გაკვეთილი - „სიმეტრია და ჰომინიდები“ ჩაატარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა კლასში მიღებული ინფორმაცია სრულიად ახლებულად გაიაზრეს. ისინი მეტი ინტერესითა და მონდომებით განეწყვნენ აღნიშნული საკითხის მიმართ.
„პედაგოგებმა ბავშვებს დაანახაეს, რომ ცალკეული სასწავლო საგნები სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებული თვალსაზრისები რეალურად არსებულ შესასწავლ ობიექტებზე“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინტეგრირებული და საგანმანათლებლო გასვლითი გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა
„თუ კარგად მოვუსმენთ ჩვენს მოსწავლეებს, დავინახავთ, რომ სკოლებში ჩაგვრა არის!“
„თუ კარგად მოვუსმენთ ჩვენს მოსწავლეებს, დავინახავთ, რომ სკოლებში ჩაგვრა არის!“
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ