| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წელს, დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 წელი შესრულდა. ეს მნიშვნელოვანი თარიღი ბათუმის N3 საჯარო სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მაია ჯაფარიძემ და ისტორიის მასწავლებელმა ლია ჯალაღანიამ მე-6გ კლასში ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი, თემაზე - „დავითობა-950“.
პედაგოგებმა ისაუბრეს დავით აღმაშენებლის ღვაწლზე, დავითის ეპოქაზე, მის მიღწევებზე; დავითზე - როგორც ლიტერატურულ პერსონაჟზე. მოსწავლეებმა წაიკითხეს და გაიხსენეს წინა წლებში შესწავლილი დავით მეფისადმი მიძღვნილი ლიტერატურული ნაწარმოებები.
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და წარმტაცი აღმოჩნდა.
ინტეგრირებულ გაკვეთილს დირექტორის მოადგილე ლიანა ოსიძე ესწრებოდა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ