სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგ ლელა გელაძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
03-02-2023
-
+


სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი ლელა გელაძე წარმატებული, პროფესიონალი და შედეგზე ორიენტირებული მასწავლებელია. 

ის მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავს და სხვადასხვა პროექტში აქტიურად ერთვება. პედაგოგის შრომა დაფასდა და მას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

ეს წარმატება პედაგოგს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირადად მიულოცა და დამსახურებული მასწავლებლის სიგელი, სამკერდე ნიშანი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა. მას ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე და ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა წაქაძე ესწრებოდნენ.

სკოლაში მასწავლებლის წარმატებით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება