| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზი“ მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, ამ მიზნის მისაღწევად კი მასწავლებლები მომავალ თაობას მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
მათ შორის მოსწავლეები ხალისით სწავლობენ უცხოურ ენას.
„მხიარულად, თუმცა, ამავდროულად ნაყოფიერად და საინტერესოდ ვცდილობთ მივაღწიოთ მიზანს: ბავშვებში ავამაღლოთ აკადემიური ხარისხი, ჩამოვაყალიბოთ და განვავითაროთ სხვადასხვა საჭირო უნარები“- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც, სწორედ ამ მიზნით, IVა-IVბ კლასებში თემა - Animals -A zoo challenge საინტერესოდ შეაჯამეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სახალისო აქტივობებით პატარები განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდნენ სამუშაო პროცესს, შექმნეს საინფორმაციო ფურცელი და თან დაურთეს შესაბამისი ილუსტრაციები.
მოსწავლეებმა დაგროვილი ლექსიკური მასალის გამოყენებით მოამზადეს მინი-პრეზენტაციები. გაკვეთილი საინტერესო, შემეცნებითი, პროდუქტიული და ინტერაქტიული გამოვიდა.
„მრავალფეროვნებისთვის გამოვიყენეთ სხვადასხვა აქტივობა, რომელიც მიმართული იყო მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისაკენ.... წინ ბევრი გამოწვევა გველის კვლავაც , მჯერა ერთად გავართმევთ თავს“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ახლა რომ ჩაყარო ორჯერ მეტი ფული განათლებაში, ეს იქნება მთლიანად გადაყრილი...“
„მე თქვენ მეამაყებით, ჩემო პატარა შვილებო, ჩვენო მომავალო თაობავ!“
გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა