TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

3 მნიშვნელოვანი რამ, რაც არგუმენტირებული ესეს წერისას უნდა გაითვალისწინოთ
02-02-2023
-
+


არგუმენტირებული ესე არის ტექსტი, რომელიც სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება, ესენია: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.

შესავალში მთავარი საკითხი, პრობლემის არსი და მისი აქტუალობა უნდა წარმოაჩინოთ. ძირითად ნაწილში უნდა განავრცოთ საკითხი და მოიშველიოთ არგუმენტები. დასკვნით ნაწილში კი უნდა ჩანდეს თქვენი პოზიცია და დამოკიდებულება საკითხის მიმართ. აქვე შესაძლებელია, შეაჯამოთ სათქმელი და პრობლემის აღმოფხვრის თქვენეული ვერსია დაასახელოთ.

არგუმენტირებული ესეს წერისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინეთ 3 მნიშვნელოვანი რამ:

ესეს სტრუქტურა - როგორც აღვნიშნეთ, დაიწყეთ შესავლით, შემდეგ იმსჯელეთ, მოიშველიეთ არგუმენტები/კონტრარგუმენტები და დაასრულეთ შეჯამებით.

ლოგიკური არგუმენტები - მსჯელობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია არგუმენტაცია. არგუმენტი შეიძლება იყოს ნებისმიერი დებულება, მოსაზრება, ფაქტი, სტატისტიკური მონაცემები, პარალელი, პირადი გამოცდილება, ისტორიული ფაქტები, ციტატა და სხვა. ტექსტის ძირითად ნაწილში თქვენ შეგიძლიათ, წარმოაჩინოთ სუბიექტური მოსაზრებები, გამოხატოთ თქვენი პოზიცია საკითხის მიმართ და აღნიშნოთ, ეთანხმებით თუ არა ამა თუ იმ შეხედულებას. აუცილებელია მსჯელობის ლოგიკური არგუმენტებით დასაბუთება.

კონტრარგუმენტები - არგუმენტირებულ ესში საკუთარი მოსაზრების დასაბუთებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია კონტრარგუმენტს. კონტრარგუმენტის მიზანია, შემდგომი მსჯელობით მისი გაბათილება. კონტრარგუმენტი თქვენ მიერ დასახელებული არგუმენტებით უნდა გააბათილოთ.

როგორ ავაგოთ სწორად არგუმენტირებული ესე?

არგუმენტირებული ესეს შეიძლება აიგოს შემდეგნაირად:

  • ძირითადი დებულება;
  • არგუმენტები;
  • კონტრარგუმენტი;
  • დასკვნა.

ასევე შესაძლებელია ძირითადი დებულების შემდეგ კონტრარგუმენტზე მსჯელობა, შემდეგ - საკუთარი პოზიციის არგუმენტებით გამყარება, ბოლოს კი - დასკვნა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება