| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მასწავლებლები დიდ ყურადღებას აქცევენ. სწორედ ამ მიზნით ცდილობენ, კითხვას პოპულარიზაცია გაუწიონ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას სკოლის უფროკლასელებიც შეურთდნენ. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა საჯაროდ წასაკით ტექსტად ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“ აირჩია, რადგან როგორც სკოლაში აღნიშნეს, ისედაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მოსწავლეებში ნაწარმოებისადმი დიდი ინტერესი გამოიწვია.
ასევე, საჯაროდ კითხვის დღეს შეუერთდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები, რომლებმაც წაიკითხეს ლელა ცუცქირიძის „მართიკოს ვაშლის ხე“ ამ წიგნმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არა მხოლოდ პატარებზე, არამედ დამსწრე საზოგადოებაზეც.
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქართული ენის მასწავლებლებს - მონიკა ჭანტურიას, რუსუდან ქუთათელაძეს, ქეთევან მოდებაძეს, ნონა ნოზაძეს, ანა ტყემალაძეს, ხათუნა ხრიკაძეს, ბიბლიოთეკარ ნელი მღებრიშვილს ასეთი საინტერესო აქტივობებისთვის და ჩართულობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საგრანტო კონკურსის შედეგები და ყველა დეტალი - NAEC
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ხუთი კურსდამთავრებული, ხუთი განსხვავებული გზა“ - თბილისის N28 სკოლა წარმატებას ზეიმობს