სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პროფესიამ საგანმანათლებლო ლიდერის თვისებები შემძინა“ - თამარ გურაშვილი, თბილისის N152 საჯარო სკოლის დირექტორი
30-01-2023
-
+


თამარ გურაშვილი თბილისის N152 საჯარო სკოლის, საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული, დირექტორია. როგორც თავად გვიყვება, პროფესიამ ლიდერის თვისებები შესძინა, რაც ეხმარება კარიერაში წარმატებული მოღვაწეობისთვის. მისი მიზანია, რომ თაობების აღზრდაში ჩადებულმა შრომამ შედეგი გამოიღოს და წვლილი შეიტანოს განათლებული საზოგადოების ფორმირებაში. etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ თამარ გურაშვილთან:

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- ქალს, დედას, მასწავლებელსა და დირექტორს, რომელსაც უყვარს თავისი საქმე, ახარებს ადამიანების კეთილდღეობა და ქვეყნის ბედნიერი მომავალი.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- ვიყავი და ისევ ვიქნებოდი მათემატიკის მასწავლებელი.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ ?
- საგანმანათლებლო ლიდერის თვისებები.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- გამიჭირდება დასახელება, ჩემი კოლეგები ბევრს შრომობენ, არის პრობლემებიც და წარმატებებიც. ყველა მათგანი ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად , ვფიქრობ , არ შეცვლილა ჩემი პიროვნული მახასიათებლები, თუმცა წლებმა მეტი ანალიზის შესაძლებლობა მომცა.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- დედა, რომელიც მოიცავს მთელ სამყაროს : დედამიწას, დედაბუნებას, დედასამშობლოს, დედაბოძს, დედაშვილობას, დედაენას...და ა.შ.

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს ?
- სად გადის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი, მრავალი თაობა აღვზარდე და ჩემმა დარგულმა ხემ როგორი ნაყოფი გამოიღო?  


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს და ამაყობენ მოსწავლეთა მონდომებითა და აქტიურობით

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება