| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია. მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო დავალებებს სთავაზობენ, მოსწავლეები კი მათ დიდი ინტერესით ასრულებენ.
ამჯერად, საინტერესო კომპლექსური დავალება მე-10 კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკის მასწავლებლის, ფატმან გოგრიჭიანის ხელმძღვანელობით შეასრულეს.
საკითხი გახლდათ - სტატისტიკა და ალბათობა. მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, შეაგროვეს მონაცემები, დაამუშავეს იგი შესაბამისი სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით და დაადგინეს მიახლოებითი კავშირი ზრდასრული ადამიანის სიმაღლესა და წონას შორის.
„მოსწავლეებს შეექმნათ მკვიდრი წარმოდგენა, რომ მონაცემი შეიძლება იყოს ფიზიკური გაზომვის შედეგი, გარკვეული გამოკითხვისას მიღებული პასუხები, ან რაიმე ნიშნით კლასიფიკაციის შედეგი.
მონაცემთა აღსაწერად დიაგრამებით წარმოდგენების გარდა გამოიყენება ცენტრალური ტენდენციის საზომები, მათი საშუალებით შეიძლება შევადაროთ ერთმანეთს მონაცემთა ერთობლიობები, რიცხვით მონაცემთა გაფანტულობა აღიწერება გაბნევის დიაპაზონით. მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ ერთობლიობას შორის კავშირის დახასიათება შეიძლება კორელაციის კოეფიციენტის მიხედვით, მონაცემთა ორ ერთობლიობას შორის შეიძლება იყოს წრფივი, ამასთანავე სრულყოფილი, ძლიერი, საშუალო ან სუსტი დადებითი ან უარყოფითი კავშირები, შეიძლება ორ ერთობლიობას შორის არ გვქონდეს კავშირი. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ!“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ