TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

„ჩვენი მუზეუმი ადგილმდებარეობითაც და მნიშვნელობითაც უნიკალურია“- ანა ბაისონაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის თანამშრომელი
30-01-2023
-
+


„ძალიან მიყვარს ეს სამსახური, საინტერესოა. გეხმარება, რომ პიროვნულად შედგე - ამდენი წელი ამ ყველაფერმა დამაკავა“, - ამბობს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ანა ბაისონაშვილი. პროფესიით რუსული ენის მასწავლებელს სახლ-მუზეუმში მუშაობა 1996 წელს შესთავაზეს, ისიც დათანხმდა და უკვე 27 წელია, რაც სამუზეუმო საქმიანობას ეწევა.

ამბობს, რომ საქმის სიყვარულია ის, რის გამოც ამდენი წელი იმ სამსახურს შეალია, სადაც მისი ანაზღაურება მხოლოდ 300 ლარია. თითქმის 30 წელია, რაც ახალგაზრდა თაობის განვითარებას ემსახურება, მუზეუმთან თანამშრომლობით, მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობას გეგმავენ და ახორციელებენ. სიამაყით ამბობს, რომ ასეთ ღონისძიებათა რაოდენობა წელიწადში დაახლოებით, თხუთმეტია. ჰყავთ დამეგობრებული სკოლებიც.

ანა ბაისონაშვილი ყველაზე მეტად იმაზე წუხს, რომ სახლ-მუზეუმში მძიმე მდგომარეობაა. მისი თქმით, შენობა საძირკვლიდანაა დაზიანებული, ბათქაში ცვივა, ერთდროულად ბევრი დამთვალიერებელი ვერ შეჰყავთ, რადგან იატაკის ჩავარდნისაც ეშინიათ. სწორედ შენობის ამგავრი მდგომარეობის გამო ვერ შეძლეს პროექტის განხორციელება, რომელიც საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნებას მოაზრებდა. თუმცა მუშაობას ახლაც არ წყვეტენ და სამომავლო გეგმებიც აქვთ.
გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ საქმის გამგრძელებელი, ფაქტობრივად, არ ჰყავთ.

საკუთარი თავის, მუზეუმისა და საქმიანობის შესახებ ანა ბაისონაშვილი გვესაუბრა.

- უკვე თითქმის 30 წელია, რაც მუზეუმში მუშაობთ, რამ განაპირობა, რომ ამდენი ხანი ამ პოზიციას იკავებთ?

- უფროსი მეცნიერ-თანამშრომლი ვარ, მუზეუმში 1996 წლიდან ვმუშაობ. დაახლოებით, 30 წლის ვიყავი, როდესაც მუზეუმში მოვედი, ახლა 60 წლის ქალი ვარ. განათლებით რუსული ენის პედაგოგი ვარ, 12 წელი ბაგა-ბაღში ვმუშაობდი. რამდენიმე ენა ვიცი, 1996 წელს დამიბარეს, მითხრეს, რომ ხელს შემიწყობდნენ და მუზეუმში მემუშავა. 4 შვილის დედა ვარ და ეს ხელშეწყობა მჭირდებოდა. მერე ძალიან შემიყვარდა ეს სამსახური, ძალიან საინტერესოა. აქ ამ ყველაფერმა დამაკავა, თორემ 300 ლარად ვერ ვიმუშავებდი. ჩემი საქმიანობა ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია. დამთვალიერებლები არ გვაკლია, მათ ჩვენ - თანამშრომლები ვესაუბრებით და კითხვებზე ვპასუხობთ. დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ არის მთხრობელი და რა ფორმით დაიწყებს საუბარს. შენი საქმის პროფესიონალი უნდა იყო, რომ მოგისმინონ და შენგან ინფორმაცია წაიღონ. ამდენი ხნის განმავლობაში, უკმაყოფილო, მგონი, არავინ გვყოლია. გვაქვს შთაბეჭდილების წიგნიც, მომდურავი არავინ დარჩენილა. სოფლის ყველა სტუმარი მუზეუმში მოდის და აქ ისეთი ადამიანი ვერ იმუშავებს, ვინც თავისი საქმის პროფესიონალი არაა.

- როგორც აღნიშნეთ, პროფესიით რუსული ენის მასწავლებელი ხართ, რამდენად გაგიმარტივდათ მუზეუმში მუშაობა?

- პედაგოგი ვარ და ადამიანებთან ურთიერთობა არ გამიჭირდა. არ ვარ ისტორიკოსი, რუსული განათლება მაქვს მიღებული. აქ ძალიან კარგი ხალხი დამხვდა, მათი გამოცდილება გავიზიარე. სოფლის ეთნოგრაფიაზე მუშაობაზე საინტერესო მუზეუმში რა უნდა იყოს, არ ვიცი. გულსატკენია, რომ ჩვენ ვბერდებით და არავინაა, ვინც მუზეუმის მუშაობას შეისწავლის და აქ დარჩება. ამ ყველაფერს 2 წელიწადში ვერ ისწავლის ადამიანი და ცუდია, რომ იმის საშუალება არ არის, ნახევარ განაკვეთზე მაინც მყავდეს ვინმე.

- როგორი მდგომარეობაა ამჟამად მუზეუმში?

- შენობა უკვე ორ საუკუნეს ითვლის და სავალალო მდგომარეობაშია. პროექტი მზადაა, რემონტი დღედღეზე შეიძლება დაიწყოს. რამდენიმე დღის წინ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ.  მარტო რეკონსტრუქცია არ სჭირდება, შენობა საძირკვლიდან მთლიანად დაზიანებულია. ყველაფერი შესაცვლელი და გასამაგრებელია. ასევე შესაცვლელია ექსპოზიცია. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი სამუშაოა. მუზეუმი ერთხელ შერემონტდა, მას შემდეგ კი არაფერი გაკეთებულა. ერთი საფუძვლიანი რეკონსტრუქცია სჭირდება, თანხაც განსაზღვრულია 600 ათასი ლარით.

- რა ნივთებია თქვენთან დაცული?

- ჩვენ მემორიალური ნივთები გვაქვს, მაგალითად, ავეჯი, ივანე ჯავახიშვილის გადაღებული ფოტოები, ბარელიეფები, როიალი და სხვა. აქ უნიკალური ნივთების დასაცავად შესაფერისი გარემო არაა შექმნილი. ჩვენ გვაქვს ხელნაკეთი რუკაც, რომელიც როინ მეტრეველმა გადმოგვცა.

- მოსწავლეები რამდენად ხშირად დადიან სახლ-მუზეუმში?

- ჩვენი მუზეუმი ადგილმდებარეობითაც და მნიშვნელობითაც, უნიკალურად უნდა ჩავთვალოთ, რადგან ეს არის ერთადერთი სახლი, რომელიც ჯავახიშვილებს ჰქონდათ. შენობა უნიკალურია იმითაც, რომ მას წყალსადენი, კანალიზაცია და გათბობის სისტემა აქვს, რაც დღემდე მუშაობს. ჩვენ ჩვეულებრივი მუზეუმი არ ვართ, ჩვენთან გაერთიანებულია სულ მცირე 40-50 ბავშვი, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობენ, ვაწყობთ სემინარებს, ღონისძიებებს. გვინდოდა რეგიონალური თუ არა რაიონული საგანმანათლებლო ცენტრი მაინც გაგვეკეთებინა. მინდოდა მუნიციპალიტეტში პირველი მერცხალი ვყოფილიყავით, მაგრამ ვერ მოხერხდა. თანხებიც საჭიროა, მაგრამ უფრო შენობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ გამოვიდა, ზამთარში უფრო გვიჭირს, თორემ ზაფხულობით ჩქეფს აქაურობა. მუშაობას არ ვწყვეტთ და სამომავლოდ ამ პროექტის განხორციელებაზე ვფიქრობთ.

ზოგადად, ჩვენ უარი ვთქვით, რომ ბილეთები გაგვეყიდა და მუზეუმში შემოსვლა ფასიანი ყოფილიყო, რადგან ეს ივანე ჯავახიშვილის კერაა. წელიწადში 15 ღონისძიებას მაინც ვატარებთ. გვაქვს ჯგუფები - „პატარა ქართველები“ და „ცოდნა“. გარდა ამისა, ქალთა ჯგუფი გვაქვს, რომელშიც მშობლები არიან გაერთიანებული. გვყავს დამეგობრებული სკოლებიც, რომლებთან ერთადაც აქტიურად ვმუშაობთ. დიდი მეგობრობა გვაკავშირებს ივანე ჯავახიშვილის მუზეუმთან, რომელიც უნივერსიტეტში მდებარეობს. დავდივართ უნივერსიტეტში, აქაც ჩამოდიან დოქტორანტები, სტუდენტები.

- ადგილობრივების გარდა, თუ მოდიან მოსწავლეები ექსკურსიაზეც?

- მოსწავლეები და პედაგოგები თბილისის ძალიან ბევრი საჯარო სკოლიდან დადიან, ატარებენ აქტივობებს, ღია გაკვეთილებს. არიან მასწავლებლები, რომლებიც აქ პროექტებს მართავენ. ჩვენთან ყველა პედაგოგი, რომელსაც სადამრიგებლო კლასი აქვს, ვალდებულად თვლის თავს, რომ მოსწავლეები მუზეუმში წელიწადში 2-ჯერ მაინც ამოიყვანოს. აქედან, ერთ ღია გაკვეთილს მე ვატარებ, ერთს კი მასწავლებელი. შეთანხმებული ვართ და სისტემა აწყობილი გვაქვს.

- როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე, მუზეუმს განვითარებისთვის რა სჭირდება ?

- კეთილი ნებისა და მუზეუმის მოწყობის მეტი, მას არაფერი სჭირდება. ორ-ორი ან სამ-სამი ადამიანის მეტი ვერ შეგვყავს მუზეუმში, გვეშინია იატაკი არ ჩაინგრეს, ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ რაღაც გავაკეთოთ და ვიაქტიუროთ. ვფიქრობ, კეთილი ნების გარდა, არაფერია საჭირო.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები

არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები

გამოსაცდელები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ

დირექტორები თანამდებობაზე წერილობითი თანხმობით დარჩებიან - მწერალთა სახლს 7 მუზეუმი დაექვემდებარება

ქართულ ენაში მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო - რეკომენდაციების წარდგენის ვადები და დეტალები

ატესტატის მისაღებად განაცხადების გაკეთება 20 ივნისიდან დაიწყება - დეტალები 

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

მე-3 კლასელებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებას პროფესიონალი რეჟისორი არ ჰყავდა, მონაწილეებმა საკუთარი იდეებითა და შემოქმედებითი ხედვით შთამბეჭდავი სანახაობა შექმნეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება