სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„როგორც პედაგოგებს უტარებენ ტრენინგებს, ისე უნდა გადაამზადონ დირექტორებიც“ - სკოლის ხელმძღვანელები გადამზადების შესახებ საუბრობენ
25-01-2023
-
+


განათლების სისტემაში ცვლილებები მუდმივად ხორციელდება. სწორედ ამის გამო, მასწავლებლები გადამზადებას მუდმივად გადიან, ხოლო რაც შეეხება დირექტორებს მათი დატრენინგების საკითხს სახელმწიფოს ხმრიდან ყურადღება ნაკლებად ექცევა. მოსწავლეებზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა კი მუდმივი გადამზადებისა და ტრენინგების გარეშე შეუძლებელია.

საინტერესოა, თავად რას ფიქრობენ საჯარო სკოლების დირექტორები - აუცილებელია თუ არა მათი მუდმივი გადამზადება და უნდა ეხმარებოდეს თუ არა სახელმწიფო ამაში.

ამ საკითხზე Etaloni.ge დაუკავშირდა სკოლის დირექტორებს - გთავაზობთ მათ შეხედულებებს:  

მაია თავართქილაძე, ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

აუცილებლად უნდა გადიოდნენ დირექტორები მუდმივ გადამზადებას, რათა ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც საგანმანათლბლო სფეროში ხდება, არ გამორჩეთ. დირექტორი ნებისმიერი სიახლის ეპიცენტრში უნდა იყოს, რაც განათლებას უკავშირდება. ამიტომ, პროფესიული განვითარების მიზნით, დირექტორთა გადამზადებას პერმანენტული ხასიათი უნდა ჰქონდეს.

მერაბ ფურცელაძე, ქალაქ ბაღდათის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში ხშირად შედის, მიმდინარეობს რეფორმა, ინერგება მესამე თაობის ესგ... აქედან გამომდინარე, როგორც პედაგოგებს, დირექტორებსაც სჭირდებათ განვითარება და მოხარული ვიქნები, თუ დირექტორებს ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მეტი ხელშეწყობა გვექნება.

მაყვალა სოსელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

მუდმივი გადამზადება აუცილებელია  და მიუხედავად იმისა, ტრენინგები ტარდება, მაინც არასაკმარისია... მე, პირადად, ერთხელ მოსმენილს მეორეჯერაც დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი. ამბობენ, გამეორება ცოდნის დედააო.

რეზო ვადაჭკორია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორები განათლების სისტემაში დანერგილ სიახლეებს აუცილებლად უნდა გაეცნონ, რათა სამუშაო სწორად დაგეგმონ. როგორც პედაგოგებს უტარებენ ტრენინგებს, ისე უნდა გადაამზადონ  დირექტორებიც. ეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს დაფინანსებული.

ეკა ცხვედაძე, ქალაქ რუსთავის N22 საჯარო სკოლის დირექტორი:

მიმაჩნია, რომ დირექტორთა მუდმივი გადამზადება აუცილებელია, სხვაგვარად წარმოუდგენელია განათლების სფეროში არსებულ სიახლეებს ფეხი ავუწყოთ, ზოგადად, მიმაჩნია, რომ სკოლაში მომუშავე თითოეული ადამიანი უნდა გადიოდეს გადამზადებას.


ნატო კვარაცხელია, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორების გადამზადების მიმართულებით გარკვეული საკითხები გამოსასწორებელია და როგორც პედაგოგებისთვისაა გრძელვადიანი პროგრამები, ვისურვებდი სახელმწიფო სკოლების ხელმძღვანელებშიც დებდეს ასეთ რესურსს - ეს პროფესიული განვითარებისთვის ძალიან სასარგებლო და შედეგიანი იქნება.

თამაზ ცუცქირიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის საჯარო სკოლის დირექტორი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა გადამზადება, ისევ და ისევ, მოსწავლეებზე აისახება დადებითად - სკოლის დირექტორი უნდა იყო საგანმანათლებლო სიახლეების დამნერგავი, ტრენინგების გარეშე კი, ეს საკმაოდ რთულია. 


დემნა ჭანტურია, ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, დირექტორები მუდმივ გადამზადებას უნდა გადიოდნენ. ეს საჭიროა, რადგან ჩვენ სფეროში მუდმივი სიახლეებია, რაც არ უნდა გამორჩეს სკოლების ხელმძღვანელებს. კარგი იქნება თუ ჩვენც, როგორც მასწავლებლები მუდმივი განვითარების პროცესში ვიქნებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება