სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზღაპრული საახალწლო კარნავალი კერძო სკოლა „ცოდნაში“
20-01-2023
-
+


თბილისის კერძო სკოლა „ცოდნა“ დირექტორ ნაზი ნადირაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა საახალწლო განწყობაზე ყოველთვის ზრუნავს. გამონაკლისი არც 2022 წელი ყოფილა.

1-ელი სემესტრის დასასრულს, სკოლის ადმინისტრაციამ 2023 წლის შემობრძანებას მრავალფეროვანი საახალწლო კარნავალი მიუძღვნა.  ღონისძიებას პედაგოგი თიკა ნოზაძე ხელმძღვანელობდა

ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ლამაზი სანახაობა მოაწყვეს. ბავშვებმა შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს და თვითმართველობასთან ერთად,  ულამაზესი სასცენო ნომრებით დამსწრე საზოგადოებას განწყობა აუმაღლეს.

სკოლა საახალწლო დეკორაციებით მოირთო. დიადგა გიფაპარატი, დრონის კადრებმა კი ამ დრის უბენდიერესი,  დასამახსოვრებელი წუთები აღბეჭდა.

მესამეკლასელებმა მხიარული მიუზიკლი „საშობაო ზღაპარი“,  წარმოადგინეს (მასწავლებლები - თინათინ კოპალიანი,სალომე ქევხიშვილი) და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

მოსწავლეებსა და მასწავლებლებს  სხვადასხვა ნომინაციით სერტიფიკატები გადაეცათ.

სემესტრი დასრულდა საქველმოქმედო კვირეულით - „სიკეთე გადამდებია“ , სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლები (საბაზო საფეხურის პრეზიდენტი - ნუკი უჭუჭიშვილი და საშუალო საფეხურის პრეზიდენტი - ლევან ჩოჩნიძე) თიკა ნოზაძესთან ერთად ეწვივნენ და ახალი წელი თემში მცხოვრებ ანა ტყემალაძეს მიულოცეს.

„ზღვა ემოციებით, ამაღლებული განწყობითა და ახალი შემართებით შეხვდნენ „ცოდნელები“ ახალ 2023 წელს. ფეხბედნიერი ყოფილიყოს მისი შემობრძანება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ვიდეო იხილეთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება