სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი ქალაქი“- ნოსირის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა, თამარ მილორავამ მოსწავლეებს საინტერესო პროექტი შესთავაზა
20-01-2023
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა, თამარ მილორავამ, კიდევ ერთი საინტერესო პროექტი - „ჩემი ქალაქი“, განახორციელა.

პროექტში X კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. როგორც პედაგოგი გვიყვება, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ მშობლიური ქალაქის ისტორიას, მის წარსულს, კულტურას და ტრადიციებს, გაეთავისებინათ ისტორიული და კულტურული ძეგლების მნიშვნელობები, მოსწავლეებს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გაეაზრებინათ.

„დავგეგმე მრავალფეროვანი აქტივობები მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. პირველ რიგში მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზანი და დაგეგმილი აქტივობები. ისინი ხალისით შეუდგნენ მუშაობას, მოიძიეს ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით, ასევე გამოკითხვას აწარმოებდნენ სკოლის მასწავლებლებთან, მშობლებთან და აზუსტებდნენ მოცემული ინფორმაციის სიზუსტეს“, - აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი.

მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთები, რომლებზეც განათავსეს მრავალფეროვანი ისტორიები და გამოფინეს თვალსაჩინო ადგილზე. ძალიან დიდი ინტერესი და სიხარული გამოიწვია მშობლიურ ქალაქზე მუსიკალური ვიდეორგოლის გადაღების პროცესმა.

ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა არა მარტო სკოლაში, არამედ მუნიციპალიტეტის მოსახლეობაშიც.

„ყურადღებით ვაკვირდებოდი მოსწავლეთა მუშაობას, რა გზით ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას, რამდენად თანამშრომლობდნენ ჯგუფთან, როგორ მსჯელობდნენ, იცავდნენ თუ არა ეთიკის ნორმებს, როგორ აწარმოებდნენ ზეპირ და წერით პრეზენტაციას, იყენებდნენ თუ არა კომპიუტერს სწორად და მიზანმიმართულად, გაიაზრეს თუ არა კონკრეტული დავალებები. ვთვლი, რომ დასახულ მიზანს მივაღწიე. მოსწავლეებმა ძირ-ფესვიანად შეისწავლეს მათი ქალაქი და საკუთარი წვლილიც კი შეიტანეს სხვებსაც გაეცნოთ მშობლიური ქალაქის ულამაზესი ადგილები და გაუჩნდათ პასუხისმგებლობა უფრო მეტად გაუფრთხილდნენ მას“, - გვიყვება პედაგოგი.

იხილეთ ფოტო - ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება