სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ წელს მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეეგებნენ
18-01-2023
-
+


ტარიელ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლაში, სემესტრის მიწურულს გრანდიოზული და შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.

მოსწავლეები ხალისით იყვნენ ჩართულნი საახალწლო სამზადისში, მათივე შექმნილი დეკორაციებით მოირთო სასწავლო გარემო და ნაძვის ხე.

სკოლაში მოსწავლეთა საახალწლო განწყობაზე ზრუნვა 23 დეკემბრიდან დაიწყო, ჯგუფმა  „ბერიკებმა“, საცირკო წარმოდგენა მოუწყვეს მოსწავლეებს. მოსწავლეებზე წარმოდგენამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

წარმოდგენა, საქველმოქმედო ფონდ - „შუბანის“ თავმჯდომარის - დავით ცეცხლაძის ინიციატივითა და ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. საცირკო წარმოდგენაზე, მიწვეული იყვნენ ასევე  შუბნის ბაგა-ბაღის აღსაზრდელები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის დირექტორმა ახალი წელი მიულოცა დამსწრე საზოგადოებას და მიწვეულ მსახიობებს მადლობა გადაუხადა.

ასევე ისაუბრა მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე და ხაზი  გაუსვა ფონდი „შუბნის“ და მისი ხელმძღვანელის მხარდაჭერას, ახალგაზრდობისთვის მნიშვნელოვანი აქტივობების მიწოდებასა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის ზიარებაში შეტანილ წვლილს.

„სკოლის  სახელით მადლობას ვუხდით ფონდ „შუბანს“, მის თითოეულ წევრს და ხელმძღვანელ ბატონ  დავით ცეცხლაძეს, ასევე უდიდესი მადლობა ჯგუფ „ბერიკების“ ხელმძღვანელს- რეჟისორს ბატონ რეზო ბაინაზიშვილს“,-  აღნიშნავენ სკოლაში.

29 დეკემბერს კი გაიმართა საახალწლო ღონისძიება, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას სიმღერებით, ლექსებითა და იუმორისტული ნომრებით სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს.

ღონისძიებაზე გაიხსენეს სახელოვანი მამულიშვილები - ბინალ ფუტკარაძე და ტარიელ  ფუტკარაძე. წამყვანებმა მათ  ღვაწლსა და  ცხოვრების გზაზე ისაუბრეს.

ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ სკოლის მოსწავლეები. ღონისძიებას მუსიკის პედაგოგი გურამ ბერიძე ხელმძღვანელობდა.

ღონისძიების ბოლოს, სკოლის დირექტორმა - ემზარ ჯუმუშაძემ შეაჯამა პირველი სასწავლო სემესტრი და სასკოლო საზოგადოებას, საერთო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მან ასევე, სკოლის კურსდამთავრებულ ჯუმუშაძეებს - ტარიელს, ფრიდონსა  და ავთანდილს სპონსორობისთვის მადლობა  გადაუხადა.

„წლებია, რაც ძმები საახალწლოდ შუბანში მცხოვრებ მოსწავლეებსა და სკოლის თანამშრომლებს გულს უხარებენ. წელს, ბაგა-ბაღის აღსაზრდელები და თანამშრომლებიც შეემატა მათ  რიცხვს. მადლობა, ძმებს ასეთი დამოკიდებულებისთვის, ყურადღებისთვის და უანგარო სიკეთისთვის. გვინდა, ყველას სახელით მივულოცოთ 2023 წელი და ეს სიკეთე უფლის კალთიდან ათმაგად მიჰბრუნებოდეთ. მართალია ძნელია გადმოსცე, თუ როგორი გახარებული და გაბრწყინებული თვალები ჰქონდათ პატარებს..!“ - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:






კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება