სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N200 საჯარო სკოლის დირექტორი - მარინე უჯმაჯურიძე 2022 წლის საუკეთესო დირექტორის კონკურსის მეორეადგილოსანია
18-01-2023
-
+


თბილისის N200 საჯარო სკოლაში განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი, რაშიც, პედაგოგებთან ერთად, უდიდესი წვლილი დირექტორ მარინე უჯმაჯურიძეს მიუძღვის.  

ის აქტიური და მიზანდასახული დირექტორია. ამჯერად, მარინე უჯმაჯურიძემ კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. 

მან 2022 წლის საუკეთესო დირექტორის კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. 

დაჯილდოების ცერემონია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კონკურსის მონაწილეებს გამარჯვება პირადად მიულოცა. მინისტრის თქმით, დირექტორებს, როგორც სკოლის გუნდის ლიდერებს, უდიდესი წვლილი შეაქვთ სასკოლო კულტურის უზრუნველყოფის საქმეში, რაც, თავის მხრივ, მოსწავლეთა აკადემიური განვითარების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს.

კონკურსის გამარჯვებულებისა და ფინალისტებისათვის კი ჯილდოდ, სასწავლო ვიზიტით შვეიცარიაში გამგზავრება, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN), ციურიხის გიმნაზიასა და პედაგოგიური უნივერსიტეტის მონახულება და გამარჯვებული დირექტორების სკოლებისთვის საჩუქრად  ვირტუალური ლაბორატორიების გადაცემა იყო გათვალისწინებული. 

საუკეთესო დირექტორის კონკურსი ყოველწლიურად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს აქვთ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება