სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ წელს მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეეგებნენ
13-01-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2022 წელი ზეიმით გააცილეს და ახალ 2023 წლის შემობრძანებას საახალწლო ღონისძიება მიუძღვნეს.

სკოლაში, კლასების მიხედვით, არაერთი მრავალფეროვანი საახალწლო ზეიმი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილე 1-ელი, მე-2 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს - იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დრო ხალისიდანა გაატარეს. აღნიშნული კლასების ხელმძღვანელები: ნონა ფონია, ხათუნა ქვაჩახია დახათუნა ჯიქია გახლავთ.

მე-4 კლასელებმა, რომელთა ხელმძღვანელიც ნატალია ჯიშკარიანია, ღონისძიებაზე ზღაპრის გმირების როლი მოირგეს და საინტერესო სპექტაკლი გაითამაშეს.

მე-3 კლასში კრეატიული ნაძვის ხის კონკურსი მოეწყო, სადაც მოსწავლეემა შემოქმედებითი უნარები და ხედვები გამოალინეს. კონკურსის ორგანიზატორები: ქეთევან ქირია და ეკა ჯიქია იყვნენ.

ღონისძიებაზე მე-5 კლასელებმა (ხელმძღვანელი: ნანული თორდინავა),  ონლაინ ინტერვიუები წარმოადგინეს, რამაც ზეიმს მრავალფეროვნება შემატა და ბავშვები ძალიან გაახალისა.

ღონისძიებებს, სკოლის საზოგადოებასთან ერთად, თემის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

ზეიმის დასასრულს ყველანი დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ. ეს დღე იქ მყოფთათვის კიდევ ერთ ლამაზ მოგონებად იქცა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება