სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დღე-სასწაული“ - შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კონკურსი ქვიტირის საჯარო სკოლაში
13-01-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1-ელი სემესტრი წარმატებით დაასრულეს და 2023 წლის შებობრძანებას საინტერესო კონკურსი მიუძღვნეს.

საგანგებოდ შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი კონკურსის - „დღე-სასწაული“, მიზანი საკლასო ოთახების საახალწლოდ მორთვა და სადღესასწაულო გარემოს შექმნა იყო.

კონკურის ორ ეტაპად, I-VI კლასებსა და VII–XII კლასებში ჩატარდა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა კლასი არაჩვეულებრივი, მომხიბვლელი და ინდივიდუალური გაფორმებებით გამოირჩეოდა. მთელ სკოლაში საზეიმო განწყობა სუფევდა.

„იყო ბევრი დადებითი ემოცია, მხიარული და ბედნიერი სახეები“, - გვიყვებიან სკოლაში.

ყველა კლასს მიენიჭა საგანგებო ნომინაცია და საპატიო სიგელი: „ფიფქთა ცვენა“, „დიდებული უბრალოება“, „ჯადოსნური სოფელი“, „ჯადოსნური ზღაპარი“ და „საშობაო ქალაქი“.

კომპეტენტური ჟიურის განსაკუთრებული მოწონება IX კლასის მორთულობამ და „მასპინძლობამ“ დაიმსახურა, რომლის დამრიგებელიც ქეთინო სირბილაძე გახლდათ.

„დღე-სასწაულმა“, დამსწრე საზოგადოების მოლოდინი გაამართლა და ყველა დადებითი მუხტით დამუხტა.
ქვიტირის საჯარო სკოლის დირექცია ღონისძიებაში მონაწილე ყველა მოსწავლეს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ასეთი ლამაზი და შინაარსიანი დღისათვის მადლობას უხდის.
ღონისძიების სრულყოფაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით პედაგოგებს: გულიკო სალდაძეს, ირინე ხარაბაძეს, გია ჩოგოვაძესა და თამარ ქორიძეს. სკოლა ახალ, 2023 წელს ყველას ულოცავს და წარმატებას უსურვებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება