სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცხენთაროს საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო ვიზიტი ოპერისა და ბალეტის თეატრში 
11-01-2023
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით, აქტივობებითა თუ პროექტებით.

მათ შორის, 24 დეკემბერს, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორისა და საზოგადო მოღვაწის, ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლისა და საქართველოს სახალხო არტისტის მელიტონ ბალანჩივაძის დაბადების დღე.

სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, მუსიკის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, სასწავლო ექსკურსია მოაწყვეს. მოსწავლეები ეწვივნენ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს და დაესწრნენ ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსს (ფორტეპიანო). ბავშვებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და მდიდარი შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ სკოლაში. იქ მიღებული შთაბეჭდილებები კი, რომლებიც დიდხანს გაჰყვებათ, კედლის გაზეთზე გადაიტანეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება