| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, პროექტებითა თუ აქტივობებით.
მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და შთამბეჭდავი იყო გასვლითი აქტივობა, სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიზიტი თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით დაიგეგმა. პროექტში საგვაზავოს საჯარო სკოლასთან ერთად ჩართული იყო გაუწყინარის საჯარო სკოლა (მასწავლებელი - მერაბ თოფურია).
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მიმდინარეობს პროექტი - „წერილი ჯარისკაცს“, რომელიც გრძელვადიანია და მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩევა.
პირველი ეტაპი იყო ლექცია - სემინარები ბავშვებთან, შემდეგ უკვე მოსწავლეებმა წერილები დაუწერეს ქართველ ჯარისკაცებს, შექმნეს კედლის გაზეთი და გამოფენა მოაწყვეს.
მომდევნო ეტაპი კი უკვე ჯარში სტუმრობა იყო, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლულარიზაციას, ბავშვებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას.
„ვიზიტი დაემთხვა წლის ბოლო საზეიმო დაჯილდოებას, სადაც დასწრება ნამდვილად დიდი პატივი იყო ჩვენთვის. შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს ჯავშანტექნიკა, იარაღი... ჯარისკაცთა სავარჯიშო დარბაზს ესტუმრნენ, ძალიან საინტერესო იყო სადილი ჯარში.
ყველაზე ამაღელვებელი კი დაღუპულ გმირთა მემორიალთან მისვლა აღმოჩნდა, სადაც ხელმძღვანელმა ბატონმა როინ მაკარაძემ მოსწავლეებს მათ მინი-ლექცია ჩაუტარა.
დასასრულს მოვილოცეთ ბაზაზე არსებული ცოტნე დადიანის სახელობის ტაძარი, დაგვლოცა მოძღვარმა იოსებ ესაკიამ.
ემოციებით დატვირთული დავბრუნდით ჯარიდან,“,- გვიყვება პროექტის ხელმძღვანელი ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი შორენა კუჭუხიძე.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ