სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N20 საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეთა საახალწლო განწყობაზე განსაკუთრებულად იზრუნეს
10-01-2023
-
+


ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძველი, 2022 წელი ღონისძიებით გააცილეს, ახალს კი საზეიმოდ შეეგებნენ. 

პედაგოგებმა მოსწავლეთა საზეიმო განწყობაზე იზრუნეს და ბავშვები სხვადასხვა სახალისო აქტივობებში ჩართეს. მათ შორის მოსწავლეებმა ზღაპრის პერსონაჟების როლები მოირგეს, სპექტაკლი გაითამაშეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ ბათუმის N20 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებით, აქტივობებით თუ პროექტებით იყო გამორჩეული. 

ასევე, ბათუმის N20 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს უკრაინული სექტორი, რომელშიც 450 უკრაინელი მოსწავლე სწავლობს. 
ისინი სასწავლო პროგრამას უკრაინის განათლების სამინისტროს პროგრამით გადიან, დამატებით კი ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიას სწავლობენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება