| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა ღონისძიებას, აქტივობასა თუ პროექტს სთავაზობენ.
მათ შორის, აუცილებლად აღსანიშნავია, სასკოლო პროექტი „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია!“, რომელიც მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.
დეკემბერში, პროექტის ფარგლებში მეორე კლასის მოსწავლეებმა ნაძერწი მოვარჯიშე ფიგურების გამოფენა მოაწყეს. გამოფენას შემოუერთდა მე -5 კლასის მოსწავლე რატი პიტიურიშვილი. კლასის ჟიურიმ მის მოვარჯიშე ფიგურას 1-ლი ადგილი მიანიჭა. მე-2 ადგილი დაიკავეს დავით ნადაშვილისა და გიორგი ჭამიაშვილის მოვარჯიშე ბიჭუნებმა, ყველა დანარჩენი ფიგურის ავტორს კი მესამე ადგილი ერგო.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ გამოფენით მე-2 კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის ფიზიკური ვარჯიშის მნიშვნელობა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ