სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ტოლერანტი თანასოფლელი, ქიმიკოსი ალექსანდრე (საბა) კლდიაშვილი“ - ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი ხორციელდება
10-01-2023
-
+


დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. 

სემესტრი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აქტივობებითა და პროექტებით. 

მათ შორის, სკოლაში ხორციელდება პროექტი სახელწოდებით -  „ტოლერანტი თანასოფლელი, ქიმიკოსი ალექსანდრე (საბა) კლდიაშვილი“, რომელიც მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ერთ-ერთ ეტაპზე, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა - ბარბარე გვადიბაძემ და ქეთი დოღონაძემ ალექსანდრე კლადიშვილისა და მისი ოჯახის მოღვაწეობა მეხუთეკლასელებს გააცნეს.

პრეზენტაციის შემდეგ გამართული დისკუსიის დროს გამოიკვეთა მოსწავლეთა საერთო სულისკვეთება, რომ ისინი საამაყო წინაპრების გზის ღირსეული გამგრძელებლები უნდა იყვნენ.

პროექტის ფარგლებში, დაწყებითი კლასების მასწავლებელმა - ელისო ჯანელიძემ მეოთხე კლასში ჩაატარა ინტერგირებული გაკვეთილი (საგნები: ქართულ ენა და ლიტერატურა და მე და საზოგადოება), რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი ნესტან გოგოლაშვილი და სკოლის სპეცმასწავლებელი ლელა ჯანელიძე ესწრებოდნენ.

„მოსწავლეებმა ქეთევან მამუკელაშვილის წიგნიდან - „ეფრო კლდიაშვილი“ დაამუშავეს საინფორმაციო ხასიათის ეპიზოდები: „აზიზიეს მოედანი და ებრაელი ჯარისკაცი“, „საბა კლდიაშვილი და სტუდენტი ექიმი“. ​ბავშვებმა პაუზებად დამუშავებული ტექსტის გაუგებარი ადგილების ასახსნელად გამოიყენეს საბა კლდიაშვილის ცხოვრების შესწავლის დროს შექმნილი ელექტრონული ლექსიკონი. მათ „პერსონაჟის რუკით“ შეაფასეს მადლიერი ებრაელების (ბათუმელი ებრაელი ჯარისკაცი, პარიზის სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი, რუსი ებრაელი, გვარად ციკლისი) პატივისცემის გამოხატვა საუკეთესო ქართველის, საბა კლდიაშვილის მიმართ.

ამის შემდეგ კი მოსწავლეებმა ტოლერანტი თანასოფლელის ეპიზოდი დაუკავშირეს ბავშვთა უფლებების თემაზე შექმნილი ნახატების პრეზენტაციას. ნამუშევრები წარადგინეს მეოთხე კლასის მოსწავლეებმა - მარიამ გიორგაძემ, ბარბარე სულამანიძემ და ბარბარე გვადიბაძემ“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება