სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზედაეწერის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებლებმა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, საინტერესო პროექტი განახორციელა
09-01-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მათი, მოტივაციისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით სხვადასხვა საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებას, აქტივობას თუ პროექტს სთავაზობენ. 

მათ შორის, აუცილებლად აღსანიშნავია, შთამბეჭდავი პროექტი, რომელზეც მე-10 კლასის მოსწავლეებმა პირველ სემესტრში ხელოვნების მასწავლებლის - როზა გვარამიას ხელმძღვანელობით, იმუშავეს. 

პროექტის თემა გახლდათ - „გოგონა, რომელსაც მამის გრძელი ხელები ენატრებოდა“ და ის, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, მეათე კლასში განხორციელდა და მრავალფეროვან, შემეცნებით აქტივობებს მოიცავდა. 

29 დეკემბერს, ჩატარდა პროექტით გათვალისწინებული ბოლო აქტივობა - „მეგრული კულინარიის დედოფლად წოდებული კერძის - ელარჯის მომზადება ქართულ ეთნოგრაფიულ ცენტრ „სისა ტურაში“.

მოსწავლეებისთვის ეთნოგრაფიულ ცენტრში სტუმრობა განსაკუთრებით საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

საგნის მასწავლებელმა - როზა გვარამიამ და მე-10 კლასის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო პროექტი წარმატებით დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის პროექტული სწავლება განსაკუთრებით სახალისო და საინტერესოა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება