სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში სემესტრი საახალწლო კარნავალით დაგვირგვინდა
09-01-2023
-
+


ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში 2023 წელს მოსწავლეები მრავალფეროვანი საახალწლო კარნავალით შეეგებნენ.

საკარნავალო ნომრები მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და ხალისით მოამზადეს. ბავშვები სადღესასწაულო სამოსში გამოეწყვნენ და  შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს - იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დრო ხალისიანად გაატარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ზეიმის დღეს ყველა სასწაულის მოლოდინში იყო, რაც გამართლდა და ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას ლამაზი და დასამახსოვრებელი დღე აჩუქეს.

სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიების დასასრულს, საახალწლო საჩუქრები მიიღეს, რამაც მათი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. ახალ წელს მთელი სასკოლო საზოგადოება განსაკუთრებული ემოციებით შეხვდა.

ზეიმის მონაწილე მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სცენიდან ახალი წელი მთელ საქართველოს მიულოცეს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება