| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ მოსწავლეთა განვითარებასა და სხვადასხვა საკითხში მათი ცნობიერების ამაღლებაზე, ამიტომ საგანმანათლებლო სახის აქტივობებს ხშირად მართავენ.
მათ შორის, 29 დეკემბერს, სკოლაში მდგრადი განვითარების ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში, გამჭოლი კომპეტენცია -„ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“, ბიოლოგიის პედაგოგ ლელა სილაკაძის, ეკოკომიტეტის წევრების - ნუცა ქასრაშვილი და მარიამ საკანდელიძის ინიციატივით, თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრება“ ვიქტორინა ჩატარდა.
ღონისძიებაში მე-7 ა, მე-7 ბ და მე-8 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ვიქტორინა დახურულ კითხვებს, კროსვორდებსა და ბლიც-შეკითხვებს მოიცავდა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ დავალებებს თავი ყოჩაღად გაართვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
გამარჯვებული გუნდის ყველა წევრი სიგელით დაჯილდოვდა.
შედეგებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის თავმჯდომარე ელისო ბერძული და ბიოლოგიის პედაგოგი ლელა სილაკაძე აჯამებდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს და სასკოლო თემში ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ცნობიერებას ამაღლებს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ